საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 32 გვ. 80-გვ. 81 აბზ. 2
  • ახალი წინამძღოლი და ორი მამაცი ქალი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ახალი წინამძღოლი და ორი მამაცი ქალი
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • რწმენით სძლია ბარაკმა ძლიერ ჯარს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • ორი მამაცი ქალი
    ბიბლიური მოთხრობები
  • „გამოვჩნდი, დედა, ისრაელში“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • ბარაკი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 32 გვ. 80-გვ. 81 აბზ. 2
ბარაკმა სთხოვა დებორას, თან წაჰყოლოდა.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 32

ახალი წინამძღოლი და ორი მამაცი ქალი

იესო ნავეს ძე მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ღვთის ხალხს. ის 110 წლის ასაკში მოკვდა. სანამ ცოცხალი იყო, ისრაელები ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მათ ქანაანელებს მიჰბაძეს და კერპების თაყვანისცემა დაიწყეს. ამაზე იეჰოვა ძალიან გაბრაზდა და გადაწყვიტა, ისრაელები ქანაანის მეფის, იაბინის, ხელში ჩაეგდო. იაბინი ძალიან ჩაგრავდა მათ. გავიდა დრო და ისრაელებმა ხვეწნა დაუწყეს იეჰოვას, ეხსნა ისინი მჩაგვრელთა ხელიდან. იეჰოვამ მათ ახალი წინამძღოლი, ბარაკი, მოუვლინა მხსნელად. ის უნდა დახმარებოდა ისრაელებს ღმერთთან დაბრუნებაში.

იეჰოვამ წინასწარმეტყველი ქალი, სახელად დებორა, ბარაკთან გაგზავნა მნიშვნელოვანი ამბის სათქმელად: შეკრიბე 10 ათასი კაცი და კიშონის ხევთან დახვდი იაბინის ჯარს. იქ დაამარცხებ მათი ჯარის მეთაურ სისერას. ბარაკმა დებორას უთხრა: წავალ, თუ შენც გამომყვები. დებორამ მიუგო: წამოგყვები, ოღონდ იცოდე, რომ სისერას შენ არ მოკლავ. იეჰოვამ თქვა, რომ ის ქალის ხელით მოკვდება.

წაჰყვა დებორა ბარაკსა და მის ჯარს თაბორის მთაზე, რათა საბრძოლველად მომზადებულიყვნენ. როგორც კი სისერამ ეს ამბავი შეიტყო, საბრძოლო ეტლებითა და ჯარით მთის ძირში, ველზე დაბანაკდა. დებორამ უთხრა ბარაკს: დღეს იეჰოვა დიდ გამარჯვებას მოგაპოვებინებს. ბარაკი ათი ათასკაციანი ჯარით მთიდან დაეშვა, რომ შებრძოლებოდა სისერას ძლევამოსილ არმიას.

იეჰოვამ კიშონის ხევი წყლით აავსო. სისერას საომარი ეტლები ტალახში ჩაეფლო. თავად სისერა გადმოვიდა ეტლიდან და გაიქცა. ბარაკმა და მისმა ჯარისკაცებმა დაამარცხეს მტრის ჯარი. სისერამ თავი შეაფარა ერთი ქალის, იაელის, კარავს. ქალმა დაღლილ სტუმარს რძე დაალევინა, დააწვინა და საბანი დააფარა. სისერას ღრმად ჩაეძინა. იაელი ჩუმად მიეპარა მას, თავში კარვის პალო ჩაარჭო და მოკლა.

ბარაკი და დებორა იეჰოვას სიმღერით განადიდებენ.

ცოტა ხანში იაელის კარავს ბარაკი მიადგა, რომელიც სისერას ეძებდა. იაელი გამოვიდა კარვიდან და ბარაკს უთხრა: შემოდი კარავში და გაჩვენებ იმ კაცს, ვისაც შენ ეძებ. ისიც შევიდა და დაინახა მკვდარი სისერა. ბარაკმა და დებორამ განადიდეს იეჰოვა სიმღერით, რადგან მან ისრაელებს დიდი გამარჯვება მოაპოვებინა. მომდევნო 40 წლის მანძილზე ისრაელში მშვიდობა იყო.

„ქალთა დიდი ლაშქარი აცხადებს სასიხარულო ცნობას“ (ფსალმუნი 68:11).

კითხვები: როგორ დაეხმარა დებორა ისრაელებს? რაში გამოჩნდა იაელის სიმამაცე?

მსაჯულები 4:1–5:31

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება