საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 44 გვ. 108-გვ. 109 აბზ. 3
  • იეჰოვას ტაძარი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იეჰოვას ტაძარი
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • ტაძრის მშენებლობა
    ბიბლიური მოთხრობები
  • ბრძენი მეფე სოლომონი
    რას გვამცნობს ბიბლია?
  • ის თქვენთვის სამაგალითოა თუ გამაფრთხილებელი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • სოლომონი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 44 გვ. 108-გვ. 109 აბზ. 3
იეჰოვასგან ჩამოსული ცეცხლი წვავს შესაწირავს სამსხვერპლოზე.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 44

იეჰოვას ტაძარი

მეფე სოლომონი ლოცულობს.

სოლომონის გამეფების შემდეგ იეჰოვამ მას უთხრა: მთხოვე, რაც გინდა და მოგცემ. სოლომონმა უპასუხა: მე ახალგაზრდა ვარ და ბევრი რამ არ ვიცი. გთხოვ, სიბრძნე მომეცი, რომ ვიზრუნო შენს ხალხზე. იეჰოვამ უთხრა სოლომონს: რადგან ეს მთხოვე, ისეთ სიბრძნეს მოგცემ, რომ ყველაზე ბრძენი ადამიანი გახდები დედამიწაზე. ამასთანავე, დიდ სიმდიდრეს მოგცემ და თუ ჩემი მორჩილი იქნები, დიდხანსაც იცოცხლებ.

სოლომონმა ტაძრის აშენება დაიწყო. მან ამისთვის ოქრო, ვერცხლი, ხე და ქვა გამოიყენა. ტაძრის მშენებლობაზე ათასობით გამოცდილი კაცი და ქალი მუშაობდა. მშენებლობა შვიდ წელიწადში დასრულდა. ახლა ის უკვე მზად იყო, რომ იეჰოვასთვის მიეძღვნათ. ტაძარში სამსხვერპლოზე შესაწირავი დაალაგეს. სამსხვერპლოს წინ მუხლებზე დაჩოქილი სოლომონი ლოცულობდა: იეჰოვა, შენ ამაზე დიდი და ლამაზი ტაძარი შეგეფერება, მაგრამ გთხოვ, მიიღე ჩვენი თაყვანისცემა და შეისმინე ჩვენი ლოცვები. მოიწონა იეჰოვამ ტაძარი და სოლომონის ლოცვა? როგორც კი სოლომონმა ლოცვა დაასრულა, იეჰოვას ცეცხლი ჩამოვარდა ზეციდან და დაწვა სამსხვერპლოზე დალაგებული შესაწირავი. ეს იმის ნიშანი იყო, რომ იეჰოვამ მოიწონა ტაძარი. ამის დანახვაზე ისრაელებმა ძალიან გაიხარეს.

იეჰოვასგან ჩამოსული ცეცხლი წვავს შესაწირავს სამსხვერპლოზე.

მეფე სოლომონის სიბრძნის ამბავი ისრაელის საზღვრებს გასცდა. ხალხი სოლომონთან მიდიოდა თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად. შორეული ქვეყნის, საბას, დედოფალიც კი ჩავიდა მასთან, რომ რთული კითხვებით გამოეცადა ის. როდესაც მან სოლომონის პასუხები მოისმინა, თქვა: არ მჯეროდა, რასაც შენ შესახებ მეუბნებოდნენ, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ იმაზე ბრძენი ყოფილხარ, ვიდრე გაგონილი მქონდა. ვხედავ, რომ შენმა ღმერთმა, იეჰოვამ გაკურთხა. სოლომონის პერიოდში ისრაელები მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდნენ. მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა.

„ვინც აქ არის, სოლომონზე დიდია“ (მათე 12:42).

კითხვები: რატომ მისცა იეჰოვამ სოლომონს განსაკუთრებული სიბრძნე? როგორ აჩვენა იეჰოვამ, რომ მოიწონა ტაძარი?

1 მეფეები 2:12; 3:4–28; 4:29–5:18; 6:37, 38; 7:15–8:66; 10:1–13; 2 მატიანე 7:1; 9:22

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება