საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 50 გვ. 120-გვ. 121 აბზ. 5
  • იეჰოვა იცავს იეჰოშაფატს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იეჰოვა იცავს იეჰოშაფატს
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • იეჰოშაფატი იეჰოვას მიენდო
    ბიბლიური მოთხრობები
  • იეჰოშაფატი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იეჰოშაფატის ველი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იყავით იეჰოვას სახლის მოშურნეები!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 50 გვ. 120-გვ. 121 აბზ. 5
მეფე იეჰოშაფატი და ლევიანი მომღერლები მებრძოლებს მიუძღვებიან.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 50

იეჰოვა იცავს იეჰოშაფატს

იუდას მეფე იეჰოშაფატმა გაანადგურა ბაალის სამსხვერპლოები და კერპები. მას სურდა, რომ ხალხს სცოდნოდა იეჰოვას კანონები. ამიტომ მეფემ მთელ იუდაში მთავრები და ლევიანები დაგზავნა, რომ მათ ხალხისთვის იეჰოვას კანონები ესწავლებინათ.

იუდას გარშემო მცხოვრებმა ერებმა იცოდნენ, რომ იეჰოვა ეხმარებოდა თავის ხალხს, ამიტომ ისინი ვერ ბედავდნენ იუდაზე თავდასხმას. მათ საჩუქრებიც კი მიჰქონდათ მეფე იეჰოშაფატთან. თუმცა გავიდა დრო და იუდას წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდნენ მოაბელები, ამონელები და სეირის მკვიდრნი. იეჰოშაფატმა იცოდა, რომ დასახმარებლად იეჰოვასთვის უნდა მიემართა. მან იერუსალიმში შეკრიბა კაცები, ქალები, ბავშვები და მათ წინაშე ილოცა: იეჰოვა, შენ გარეშე ვერაფერს გავხდებით, მტერი დაგვამარცხებს. გთხოვ, გვითხარი, როგორ მოვიქცეთ.

იეჰოვამ უპასუხა მის ლოცვას: ნუ გეშინიათ, მე დაგეხმარებით! დადექით, იდექით და იხილეთ, როგორ გიხსნით! გაინტერესებს, როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი?

დილით იეჰოშაფატმა შეკრიბა მომღერლები და დაავალა, რომ მეომრებს წინ გაძღოლოდნენ. მთელი ჯარი იერუსალიმიდან ბრძოლის ადგილისკენ, თეკოასკენ, დაიძრა.

გახარებული მომღერლები ხმამაღალი სიმღერით განადიდებდნენ იეჰოვას, იეჰოვა კი იბრძოდა თავისი ხალხისთვის. მან ისეთი არეულობა ჩამოაგდო ამონელთა და მოაბელთა ბანაკებში, რომ ისინი ერთმანეთს დაერივნენ. ერთი მათგანიც კი არ გადარჩენილა. ღმერთმა დაიცვა იუდა, მათი მებრძოლები და მღვდლები. მეზობელმა ერებმა გაიგეს, რაც იეჰოვამ მოიმოქმედა და მიხვდნენ, რომ ის კვლავინდებურად იცავდა თავის ხალხს. როგორ იცავს იეჰოვა თავის ხალხს? მრავალი გზით. მას ამ საქმეში არ სჭირდება ადამიანის დახმარება.

„ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ. გადით, დადექით და იხილეთ, როგორ გიხსნით იეჰოვა!“ (2 მატიანე 20:17).

კითხვები: როგორი მეფე იყო იეჰოშაფატი? როგორ დაიცვა იეჰოვამ იუდა?

2 მატიანე 17:1–19; 20:1–30

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება