საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 55 გვ. 132
  • იეჰოვას ანგელოზმა დაიცვა ხიზკია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იეჰოვას ანგელოზმა დაიცვა ხიზკია
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • მეფის რწმენა ჯილდოვდება
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
  • ხიზკია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სინახერიბი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რაბშაკე [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 55 გვ. 132
ანგელოზი თავს ესხმის ასურელთა ბანაკს.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 55

იეჰოვას ანგელოზმა დაიცვა ხიზკია

ასურეთის იმპერიამ ისრაელის ათტომიანი სამეფო დაიპყრო. ამჯერად ასურეთის მეფე სინახერიბმა იუდას ორტომიან სამეფოს შეუტია. ის ერთიმეორის მიყოლებით იპყრობდა იუდას ქალაქებს. მაგრამ ყველაზე მეტად მას იერუსალიმის დამხობა სურდა. თუმცა სინახერიბმა არ იცოდა, რომ იერუსალიმს იეჰოვა იცავდა.

იუდას მეფე ხიზკიამ სინახერიბს ბევრი ფული გაუგზავნა, რომ მას გადაეფიქრებინა იერუსალიმზე გალაშქრება. სინახერიბმა ფული აიღო, მაგრამ თავისი გეგმა მაინც არ შეცვალა. მან ძლიერი ჯარი გაგზავნა იერუსალიმის ასაღებად. ხალხი ძალიან შეშინდა, როცა ქალაქს ურიცხვი მტერი მიადგა. მეფე ხიზკიამ მათ უთხრა: ნუ გეშინიათ! ასურელები ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენთან იეჰოვაა!

სინახერიბმა იერუსალიმში თავისი მაცნე, რაბშაკე, გაგზავნა, რათა მას ხალხი მასხრად აეგდო. რაბშაკე ქალაქის გალავანთან დადგა და ყვირილი დაიწყო: იეჰოვა ვერ შეძლებს თქვენს დახმარებას! ხიზკია გატყუებთ, არ დაუჯეროთ მას! ვერც ერთი ღმერთი ვერ დაგიხსნით ჩვენი ხელიდან!

ხიზკიამ რჩევა ჰკითხა იეჰოვას. იეჰოვამ უთხრა მას: ნუ შეგაშინებს რაბშაკეს სიტყვები! სინახერიბი ვერ აიღებს იერუსალიმს. შემდეგ ხიზკიამ წერილები მიიღო სინახერიბისგან. მათში ეწერა: დაგვნებდით, იეჰოვა ვერ გიხსნით! ამის შემდეგ ხიზკიამ ლოცვით მიმართა ღმერთს: იეჰოვა, გთხოვ, გვიხსენი. დაე, ყველამ გაიგოს, რომ შენა ხარ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი! ლოცვის პასუხად ღმერთმა უთხრა მეფეს: ასურეთის მეფე ვერ შემოვა იერუსალიმში. მე დავიცავ ამ ქალაქს!

სინახერიბი დარწმუნებული იყო, რომ იერუსალიმს ხელში ჩაიგდებდა. მაგრამ ღამით იეჰოვამ ანგელოზი გაგზავნა იქ, სადაც ასურელთა ჯარი იყო დაბანაკებული. ანგელოზმა 185 ათასი ჯარისკაცი მოკლა. მეფე სინახერიბმა უძლიერესი მებრძოლები დაკარგა. ის იძულებული გახდა, შერცხვენილი გაბრუნებულიყო უკან. იეჰოვამ დაიცვა ხიზკია და იერუსალიმი, როგორც თქვა კიდეც. შენ რომ იმ დროს იერუსალიმში გეცხოვრა, მიენდობოდი იეჰოვას?

„იეჰოვას ანგელოზია დაბანაკებული მის მოშიშთა გარშემო და გადაარჩენს მათ“ (ფსალმუნი 34:7).

კითხვები: როგორ დაიცვა იეჰოვამ იერუსალიმი? როგორ ფიქრობ, შენც დაგიცავს იეჰოვა?

2 მეფეები 17:1–6; 18:13–37; 19:1–37; 2 მატიანე 32:1–23

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება