საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 56 გვ. 134-გვ. 135 აბზ. 1
  • იოშიას უყვარდა ღვთის კანონი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იოშიას უყვარდა ღვთის კანონი
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • იოშიას კარგი მეგობრები ჰყავდა
    ასწავლეთ შვილებს
  • თავმდაბალმა იოშიამ ღვთის კეთილგანწყობილება დაიმსახურა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • ისრაელის ბოლო კარგი მეფე
    ბიბლიური მოთხრობები
  • იოშია სწორად იქცეოდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 56 გვ. 134-გვ. 135 აბზ. 1
შაფანი მეფე იოშიას გრაგნილს უკითხავს.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 56

იოშიას უყვარდა ღვთის კანონი

იოშია 8 წლის იყო, როცა გამეფდა იუდაში. იმ პერიოდში ხალხი კერპებს სცემდა თაყვანს და ჯადოქრობას მიმართავდა. როცა იოშია 16 წლის გახდა, გადაწყვიტა, გაეგო, როგორ ეცა სწორად იეჰოვასთვის თაყვანი. 20 წლის იოშიამ მთელ სამეფოში დაიწყო კერპებისა და ცრუ ღმერთების სამსხვერპლოების განადგურება. 26 წლის ასაკში კი იეჰოვას ტაძრის შესაკეთებელი სამუშაოები დაიწყო.

მღვდელმთავარმა ხილკიამ გრაგნილზე დაწერილი იეჰოვას კანონი იპოვა ტაძარში. შესაძლოა ეს მოსეს ხელით დაწერილი გრაგნილიც კი იყო. მწერალმა შაფანმა ის მეფეს მიუტანა და ხმამაღლა წაუკითხა. მეფე იოშია მიხვდა, რომ ხალხი თურმე მრავალი წლის მანძილზე აღარ ასრულებდა ამ კანონში ჩაწერილ იეჰოვას სიტყვებს. მეფემ ხილკიას უთხრა: იეჰოვა ძალიან განრისხებულია ჩვენზე. წადი და ჰკითხე, როგორ მოვიქცეთ. ღმერთმა წინასწარმეტყველი ქალის, ხულდას, მეშვეობით გასცა მათ პასუხი: იუდაში მცხოვრებმა ხალხმა მიმატოვა, რის გამოც დაისჯებიან. მაგრამ ეს არ მოხდება იოშიას მეფობის დროს, რადგან მან თავი დაიმდაბლა ჩემ წინაშე.

ხილკია პოულობს იეჰოვას კანონის გრაგნილს.

იეჰოვას სიტყვების მოსმენის შემდეგ მეფე იოშიამ იუდას ხალხი ტაძართან შეკრიბა და იეჰოვას კანონი ხმამაღლა წაუკითხა. მეფემ და მთელმა ხალხმა აღთქმა დაუდო იეჰოვას, რომ მთელი გულით დაემორჩილებოდნენ მას.

უკვე მრავალი წელი იყო გასული, რაც იუდეველებს პასექი არ აღენიშნათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც იოშიამ კანონის წიგნიდან გაიგო, რომ პასექი ყოველ წელს უნდა ეზეიმათ, ხალხს უთხრა: პასექი უნდა აღვნიშნოთ იეჰოვასთვის! მეფემ საპასექო მსხვერპლად დიდძალი შესაწირავი გაიღო და ტაძარში მგალობელთა გუნდი მოამზადა. მთელმა ერმა სიხარულით იზეიმა პასექი, რის შემდეგაც შვიდდღიანი უფუარობის დღესასწაულიც აღნიშნეს. წინასწარმეტყველ სამუელის შემდეგ ასე დიდებულად არ აღუნიშნავთ პასექი ისრაელში. იოშიას მართლა ძალიან უყვარდა ღვთის კანონი. შენც გსიამოვნებს იეჰოვაზე უფრო და უფრო მეტის გაგება?

„შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის და სინათლეა ჩემი სავალისთვის“ (ფსალმუნი 119:105).

კითხვები: როგორ მოიქცა იოშია, როცა იეჰოვას კანონი წაუკითხეს? რას ფიქრობდა იეჰოვა იოშიაზე?

2 მეფეები 21:26; 22:1–23:30; 2 მატიანე 34:1–35:25

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება