საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 59 გვ. 142-გვ. 143 აბზ. 5
  • იეჰოვას ერთგული ოთხი ბიჭი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იეჰოვას ერთგული ოთხი ბიჭი
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • ბაბილონში გადასახლებული ოთხი ბიჭი
    ბიბლიური მოთხრობები
  • აშფენაზი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რწმენის გამოცდისას იეჰოვას ერთგულები!
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
  • დანიელის წიგნი და თქვენ
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 59 გვ. 142-გვ. 143 აბზ. 5
დანიელი, ხანანია, მიშაელი და აზარია უარს ამბობენ მეფის საკვებზე.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 59

იეჰოვას ერთგული ოთხი ბიჭი

ნაბუქოდონოსორმა იუდას დაპყრობის შემდეგ სამეფო გვარის შთამომავლები ბაბილონში გადაასახლა და ზედამხედველად სამეფო კარის მსახური, აშფენაზი დაუყენა. მეფემ აშფენაზს დაავალა, ამ ახალგაზრდებიდან ამოერჩია ყველაზე ჯანმრთელი და გონიერი ბიჭები. ისინი სამი წლის განმავლობაში უნდა მოემზადებინათ იმისთვის, რომ ბაბილონის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი საქმეები შეესრულებინათ. ბიჭებს უნდა ესწავლათ წერა-კითხვა და ლაპარაკი აქადურ ენაზე, რომელზეც ბაბილონელები ლაპარაკობდნენ. გარდა ამისა, მათაც იგივე საკვები უნდა ეჭამათ, რითაც მეფე და მისი სახლეულობა იკვებებოდა. ამ ახალგაზრდა ბიჭებს შორის იყვნენ დანიელი, ხანანია, მიშაელი და აზარია. აშფენაზმა მათ შეუცვალა სახელები და ბელშაცარი, შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო დაარქვა. უარს ხომ არ იტყოდნენ ისინი იეჰოვას მსახურებაზე ასეთი განათლების მიღების შემდეგ?!

ოთხივე ბიჭს გადაწყვეტილი ჰქონდა, იეჰოვას ერთგული დარჩენილიყო. მათ იცოდნენ, რომ არ უნდა ეჭამათ მეფის სუფრიდან, რადგან ზოგიერთი ცხოველის ხორცის ჭამა იეჰოვას კანონით იკრძალებოდა. მათ უთხრეს აშფენაზს: გთხოვ, ნუ დაგვაძალებ ამ საკვების ჭამას. აშფენაზმა მიუგო მათ: თუ ამ საკვებს არ შეჭამთ, დასუსტდებით, დაინახავს ამას მეფე და მომკლავს.

მოგვიანებით, დანიელი მივიდა თავიანთ მეურვესთან, რომელიც აშფენაზმა დაუნიშნა მათ და უთხრა: თუ შეიძლება, ათი დღის განმავლობაში მხოლოდ ბოსტნეული და წყალი მოგვეცით. შემდეგ დაგვაკვირდით ჩვენც და იმ ბიჭებსაც, რომლებიც მეფის სუფრიდან იკვებებიან. ზედამხედველიც დათანხმდა.

ათი დღის შემდეგ დანიელი და მისი სამი მეგობარი უფრო ჯანმრთელად გამოიყურებოდნენ, ვიდრე დანარჩენი ახალგაზრდები. იეჰოვას ძალიან ესიამოვნა, რომ ამ ბიჭებმა არ დაარღვიეს მისი კანონი. მან დანიელს ხილვებისა და სიზმრების ახსნის უნარი მისცა.

სამწლიანი მომზადების შემდეგ აშფენაზმა ბიჭები ნაბუქოდონოსორს მიუყვანა. მეფე გაესაუბრა მათ და მიხვდა, რომ დანიელი, ხანანია, მიშაელი და აზარია სხვა ბიჭებზე უფრო ჭკვიანები და გონიერები იყვნენ. მან ეს ოთხი ახალგაზრდა სამეფო კარის მსახურებად დანიშნა. მეფე მათ ხშირად ეკითხებოდა რჩევას მნიშვნელოვან საკითხებზე. იეჰოვას დახმარებით ისინი მეფის ყველა ბრძენკაცსა და ჯადოქარზე გონიერები გახდნენ.

მართალია, დანიელი და მისი სამი მეგობარი უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ არ ავიწყდებოდათ, რომ იეჰოვას მსახურები იყვნენ. შენც ყოველთვის გემახსოვრება იეჰოვა, მაშინაც კი, თუ მშობლები გვერდით არ გეყოლება?

„არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება შენი ახალგაზრდობის გამო. უფრო მეტიც, სამაგალითო იყავი ერთგულთათვის საუბარში, საქციელში, სიყვარულში, რწმენასა და სიწმინდეში“ (1 ტიმოთე 4:12).

კითხვები: რატომ დაემორჩილნენ დანიელი და მისი სამი მეგობარი იეჰოვას? როგორ დაეხმარა მათ იეჰოვა?

დანიელი 1:1–21

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება