საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 60 გვ. 144-გვ. 145 აბზ. 2
  • სამეფო, რომელიც მარადიულად იარსებებს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სამეფო, რომელიც მარადიულად იარსებებს
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • უზარმაზარი კერპის აღზევება და დაცემა
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „დანიელი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • სამეფო, რომელიც დიდ ხეს ჰგავს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • უზარმაზარი ხე — საიდუმლო გამჟღავნებულია
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 60 გვ. 144-გვ. 145 აბზ. 2
მეფე ნაბუქოდონოსორი სიზმარში ხედავს უზარმაზარ ქანდაკებას, რომელსაც ქვა ამსხვრევს.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 60

სამეფო, რომელიც მარადიულად იარსებებს

ერთ ღამეს მეფე ნაბუქოდონოსორმა უცნაური სიზმარი ნახა. სიზმარმა ისე ააფორიაქა მეფე, რომ ვეღარ დაიძინა. დაუძახა თავის ჯადოქრებს და სიზმრის ახსნა მოსთხოვა. მათ მიუგეს მეფეს: მოგვიყევი შენი სიზმარი, მეფეო. მაგრამ ნაბუქოდონოსორმა უთხრა მათ: არა, თქვენ მომიყევით, რაც მესიზმრა, თორემ დაგხოცავთ! მათ ისევ სთხოვეს: გთხოვთ, ჯერ გვითხარი, რა გესიზმრა და მერე აგიხსნით მის მნიშვნელობას. მეფემ თქვა: ყველანი ჩემ მოტყუებას ცდილობთ. მომიყევით ჩემი სიზმარი! მათ მეფეს მიუგეს: დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება კაცი, რომელიც ამას შეძლებს. შეუძლებელ რამეს ითხოვ, მეფეო.

გაბრაზებულმა ნაბუქოდონოსორმა ქვეყნის ყველა ბრძენკაცის დახოცვა ბრძანა. მათ შორის იყვნენ დანიელი, შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო. დანიელმა სთხოვა მეფეს, რომ მისთვის ცოტა დრო მიეცა. შემდეგ მან და მისმა მეგობრებმა ილოცეს და იეჰოვას სთხოვეს დახმარება. როგორ უპასუხა ღმერთმა მათ ლოცვას?

იეჰოვამ დანიელს ხილვაში აჩვენა ნაბუქოდონოსორის სიზმარი და მისი მნიშვნელობაც აუხსნა. მეორე დღეს დანიელი მეფის მსახურთან მივიდა და უთხრა: ნურავის მოკლავთ. მე ავუხსნი მეფეს სიზმარს. მეფის მსახურმა დანიელი ნაბუქოდონოსორთან მიიყვანა. დანიელმა უთხრა მეფეს: ღმერთმა გაჩვენა, რაც უნდა მოხდეს მომავალში. გეტყვი, რაც გესიზმრა: შენ ნახე უზარმაზარი ქანდაკება, რომელსაც თავი ოქროსი ჰქონდა, მკერდი და მკლავები – ვერცხლის, მუცელი და ბარძაყები – სპილენძის, ფეხები – რკინის, ტერფები კი – ნაწილობრივ რკინის და ნაწილობრივ თიხის. შემდეგ მთიდან ქვა მოწყდა და ქანდაკებას ტერფებზე დაეცა. ქანდაკება ისე დაიმსხვრა, რომ მტვრად იქცა და ქარმა წაიღო. ქვა ვეებერთელა მთად გადაიქცა და მთელი დედამიწა დაიკავა.

დანიელმა განაგრძო: აი, შენი სიზმრის ახსნა: ქანდაკების ოქროს თავი შენს სამეფოს ნიშნავს. ვერცხლი სხვა სამეფოა, რომელიც შენ შემდეგ მოვა. სპილენძი მის შემდეგ მოსული სამეფო იქნება, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს. მის მერე რკინასავით ძლიერი სამეფო დაიწყებს მმართველობას. ბოლო სამეფო კი ნაწილობრივ რკინასავით ძლიერი იქნება და ნაწილობრივ – თიხასავით სუსტი. ქვა, რომელიც მთად იქცა, ღვთის სამეფოა. ის დაამსხვრევს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იარსებებს.

ნაბუქოდონოსორი დანიელის წინაშე დაემხო და თავი მიწამდე დახარა. მან თქვა: შენმა ღმერთმა გაგიმხილა ეს სიზმარი. არ არსებობს მისი მსგავსი ღმერთი! ნაბუქოდონოსორმა დანიელი ყველა მთავრისა და ბრძენკაცის უფროსად დანიშნა. ხედავ, როგორ უპასუხა იეჰოვამ დანიელის ლოცვას?!

„შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად „არმაგედონი“ ჰქვია“ (გამოცხადება 16:16).

კითხვები: როგორ შეძლო დანიელმა ნაბუქოდონოსორის სიზმრის ახსნა? რა მნიშვნელობა ჰქონდა მის სიზმარს?

დანიელი 2:1–49

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება