საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 80 გვ. 188-გვ. 189 აბზ. 1
  • იესო ირჩევს 12 მოციქულს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო ირჩევს 12 მოციქულს
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • იესო თორმეტ მოციქულს ირჩევს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მთაზე ქადაგება
    ბიბლიური მოთხრობები
  • იესოს მოწაფეები
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • თადეოზი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 80 გვ. 188-გვ. 189 აბზ. 1
იესო და მისი 12 მოციქული

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 80

იესო ირჩევს თორმეტ მოციქულს

წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც იესომ ქადაგება დაიწყო. მას ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჰქონდა მისაღები – უახლოესი თანამსახურები უნდა აერჩია. საინტერესოა, ვის აირჩევდა ის და ვის მოამზადებდა ქრისტიანული კრების ხელმძღვანელებად. ამ გადაწყვეტილების მისაღებად მას იეჰოვას დახმარება სჭირდებოდა. ამიტომ, იესო მთაზე ავიდა და მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. დილით მოწაფეები თავისთან დაიბარა და მათგან 12 აირჩია მოციქულებად. გახსოვს რომელიმე მათგანის სახელი? მათ ერქვათ პეტრე, ანდრია, იაკობი, იოანე, ფილიპე, ბართლომე, თომა, მათე, ალფეს ვაჟი იაკობი, თადეოზი, სიმონი და იუდა ისკარიოტელი.

ანდრია, პეტრე, ფილიპე, იაკობი

ანდრია, პეტრე, ფილიპე, იაკობი

თორმეტი მოციქული იესოს ყველგან თან დაჰყვებოდა. მან ბევრი რამ ასწავლა მოციქულებს და საქადაგებლად გაგზავნა ისინი. იეჰოვამ მათ ავადმყოფების განკურნების და დემონების განდევნის ძალა მისცა.

იოანე, მათე, ბართლომე, თომა

იოანე, მათე, ბართლომე, თომა

იესომ თორმეტ მოციქულს მეგობრები უწოდა. ის ბოლომდე ენდობოდა მათ. ფარისევლები მოციქულებს უსწავლელ და უბრალო ხალხად თვლიდნენ. მაგრამ იესომ ბევრი რამ ასწავლა მათ და კარგად მოამზადა ისინი. მოციქულები ყოველთვის იესოს გვერდით იყვნენ – მის სიკვდილამდეც და მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც. იესო და მის მოციქულთა უმეტესობა გალილეელი იყო. ზოგიერთი მათგანი დაოჯახებული იყო.

ალფეს ვაჟი იაკობი, იუდა ისკარიოტელი, თადეოზი, სიმონი

ალფეს ვაჟი იაკობი, იუდა ისკარიოტელი, თადეოზი, სიმონი

მოციქულები არასრულყოფილები იყვნენ და შეცდომებს უშვებდნენ. ზოგჯერ დაუფიქრებლად ლაპარაკობდნენ და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ; ზოგჯერ მოთმინებასა და თავშეკავებას კარგავდნენ; ხანდახან იმაზეც კი კამათობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის საუკეთესო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი კარგი ადამიანები იყვნენ და იეჰოვა ძალიან უყვარდათ. იესოს ზეცაში წასვლის შემდეგ ისინი ქრისტიანული კრების პირველი წევრები გახდნენ და ბევრი კარგი საქმე გააკეთეს კრებისთვის.

„მეგობრები გიწოდეთ, რადგან რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ“ (იოანე 15:15).

კითხვები: ვინ აირჩია იესომ მოციქულებად? რა საქმის შესასრულებლად გაგზავნა იესომ მოციქულები?

მათე 10:1–10; მარკოზი 3:13–19; 10:35–40; ლუკა 6:12–16; იოანე 15:15; 20:24, 25; საქმეები 2:7; 4:13; 1 კორინთელები 9:5; ეფესოელები 2:20–22

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება