საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 82 გვ. 192-გვ. 193 აბზ. 2
  • იესო თავის მოწაფეებს ლოცვას ასწავლის

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო თავის მოწაფეებს ლოცვას ასწავლის
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • როგორ ლოცვებს ისმენს ღმერთი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • იესოს უნდა მივმართოთ ლოცვით?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • დაუახლოვდით ღმერთს ლოცვის მეშვეობით
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • ლოცვით დაუახლოვდით ღმერთს
    რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 82 გვ. 192-გვ. 193 აბზ. 2
ფარისეველი ლოცულობს ხალხმრავალ ადგილას; ხალხიც ჩერდება და უყურებს მას.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 82

იესო თავის მოწაფეებს ლოცვას ასწავლის

ფარისევლები ყველაფერს ხალხის გასაოცებლად აკეთებდნენ. თუ ისინი სიკეთეს გააკეთებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს დაენახათ. ისინი ყველას დასანახად ხალხმრავალ ადგილას ლოცულობდნენ. ფარისევლები ზეპირად სწავლობდნენ გრძელ ლოცვებს და სხვების გასაგონად ლოცულობდნენ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში. ამიტომ ხალხს ძალიან გაუკვირდა, როცა იესომ მათ უთხრა: ლოცვის დროს ფარისევლებს არ მიჰბაძოთ. ისინი ფიქრობენ, რომ გრძელი ლოცვებით მოაწონებენ ღმერთს თავს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ლოცვა არის თქვენსა და იეჰოვას შორის საუბარი. ლოცვის დროს სულ ერთი და იგივე არ იმეოროთ.

მუხლებზე დაჩოქილი ბიჭი ლოცულობს.

აი, ასე უნდა ილოცოთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო. შესრულდეს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“. იესომ მათ ისიც უთხრა, რომ ელოცათ ყოველდღიური საკვებისთვის, ცოდვების პატიებისთვის და სხვა პირადი საკითხებისთვის.

იესომ ხალხს უთხრა, რომ ყოველთვის ელოცათ და იეჰოვასთვის ეთხოვათ ის, რაც კარგია. მან მშობლის მაგალითი მოიყვანა და თქვა: ყველა მშობელს უნდა, რომ თავის შვილს კარგი რაღაცები მისცეს. თუ შვილი მშობელს პურს სთხოვს, ქვას ხომ არ მისცემს?! თუ თევზს სთხოვს, გველს ხომ არ მისცემს?!

შემდეგ იესომ ასე ახსნა თავისი სიტყვები: თუ თქვენ აძლევთ შვილებს იმას, რაც კარგია, განა იეჰოვა, თქვენი მამა, არ მოგცემთ წმინდა სულს?! თქვენ მხოლოდ სთხოვეთ და იეჰოვაც მოგცემთ. იყენებ იესოს რჩევებს? შენ რის შესახებ ლოცულობ?

„ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ“ (მათე 7:7).

კითხვები: რა ასწავლა იესომ მოწაფეებს ლოცვის შესახებ? ლოცულობ იმაზე, რაც შენთვის მნიშვნელოვანია?

მათე 6:2–18; 7:7–11; ლუკა 11:13

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება