საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 84 გვ. 196-გვ. 197 აბზ. 4
  • იესომ წყალზე გაიარა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესომ წყალზე გაიარა
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • იესოს შეუძლია ჩვენი დაცვა
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • იესო ზღვაზე ამოვარდნილ ქარიშხალს აწყნარებს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მმართველი, რომელსაც ბუნების ძალები ემორჩილება
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • გემის მსხვრევა კუნძულთან
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 84 გვ. 196-გვ. 197 აბზ. 4
წყალზე მიმავალი იესო პეტრეს ეუბნება, რომ მასთან მივიდეს.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 84

იესომ წყალზე გაიარა

იესოს არა მარტო ავადმყოფების განკურნება და მკვდრების გაცოცხლება შეეძლო, არამედ ქარისა და წვიმის მართვაც. როგორც წინა თავიდან გავიგეთ, იესო მთაზე ავიდა, რომ ელოცა; როცა ლოცვა დაამთავრა, გალილეის ზღვას გადახედა და აღელვებული ტალღები დაინახა. ძლიერი ქარიშხლის გამო მოციქულებს ნიჩბების მოსმა უჭირდათ. იესო მთიდან ჩამოვიდა და წყალზე სიარულით მათკენ გაემართა. როდესაც მოციქულებმა დაინახეს, რომ წყალზე ვიღაც დადიოდა, ძალიან შეეშინდათ. მაგრამ იესომ დაამშვიდა ისინი და უთხრა: „ნუ გეშინიათ, მე ვარ!“

წყალზე მიმავალი იესო პეტრეს ეუბნება, რომ მასთან მივიდეს.

პეტრემ სთხოვა იესოს: უფალო, თუ ნამდვილად შენ ხარ, მიბრძანე, რომ მოვიდე შენთან. იესომ უთხრა მას: მოდი! პეტრეც გადმოვიდა ნავიდან და იესოსკენ გაემართა. როცა მიუახლოვდა, ტალღებს შეხედა და შეეშინდა. უცებ პეტრემ ჩაძირვა დაიწყო და დაიყვირა: მიშველე, უფალო! იესომ ხელი ჩაჰკიდა და უთხრა: რატომ დაეჭვდი? სად არის შენი რწმენა?

პეტრე და იესო ნავზე ავიდნენ და ქარიშხალიც მაშინვე ჩაცხრა. წარმოგიდგენია, რა რეაქცია ექნებოდათ ამის დანახვაზე მოციქულებს?! „ნამდვილად ღვთის ძე ხარ!“, – უთხრეს მათ იესოს.

იესომ სხვა დროსაც დაამტკიცა, რომ შეეძლო ამინდის მართვა. ერთხელ ის თავის მოციქულებთან ერთად ნავით ზღვის მეორე მხარეს მიცურავდა. იესო ნავის ბოლოში იწვა და ეძინა. ამ დროს ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა. ტალღები ნავს ეხეთქებოდა და ნავი წყლით ივსებოდა. მოციქულებმა გააღვიძეს იესო და უთხრეს: მოძღვარო, ვიღუპებით, გვიშველე რამე! იესო წამოდგა და ზღვას უბრძანა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“. ქარი მაშინვე ჩადგა და ზღვაც დაწყნარდა. იესო მიუბრუნდა მოციქულებს და ჰკითხა: „სად არის თქვენი რწმენა?!“. მათ ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილებაო. დიახ, მოციქულები მიხვდნენ, რომ თუ ბოლომდე მიენდობოდნენ იესოს, არაფრის შიში აღარ უნდა ჰქონოდათ.

„რა მეშველებოდა, რომ არ მქონოდა იმის რწმენა, რომ ვიხილავდი ამ ცის ქვეშ, თუ რაოდენ კარგია იეჰოვა!“ (ფსალმუნი 27:13).

კითხვები: რატომ დაიწყო პეტრემ ჩაძირვა? რა ისწავლეს მოციქულებმა იესოსგან?

მათე 8:23–27; 14:23–34; მარკოზი 4:35–41; 6:45–52; ლუკა 8:22–25; იოანე 6:16–21

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება