საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 85 გვ. 198-გვ. 199 აბზ. 1
  • იესო ავადმყოფს კურნავს შაბათს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო ავადმყოფს კურნავს შაბათს
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • ფარისევლები უპირისპირდებიან უკვე თვალხილულ კაცს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • იესო დაბადებიდან უსინათლოს თვალისჩინს უბრუნებს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • რის კეთებაა ნებადართული შაბათ დღეს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • „ისწავლეთ ჩემგან“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 85 გვ. 198-გვ. 199 აბზ. 1
ფარისევლები კითხვებს უსვამენ კაცს, რომელსაც იესომ მხედველობა დაუბრუნა.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 85

იესო ავადმყოფს კურნავს შაბათს

ფარისევლებს სძულდათ იესო და მის შესაპყრობად მიზეზს ეძებდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ მას არ უნდა განეკურნა ავადმყოფები შაბათ დღეს. ერთ შაბათს იესომ დაინახა ბრმა კაცი, რომელიც ქუჩაში მათხოვრობდა. მან თავის მოწაფეებს უთხრა: ახლა ნახავთ, რა შეუძლია ღვთის ძალას; თავისი ნერწყვი თიხაში აურია, კაცს თვალებზე წაუსვა და უთხრა: წადი და თვალები სილოამის აუზში მოიბანე. ისიც ასე მოიქცა და თვალი აეხილა. ეს კაცი დაბადებიდან უსინათლო იყო და ცხოვრებაში პირველად დაინახა.

გაოცებული ხალხი იძახდა: ეს ის კაცი არ არის, ქუჩაში რომ მათხოვრობდა, თუ სხვა ვინმეა და იმ კაცს ჰგავს?! კაცი კი ამბობდა: დიახ, დაბადებიდან ბრმა ვიყავი. მათ ჰკითხეს მას: აბა, ახლა, როგორღა ხედავ? როცა მოისმინეს მისი ამბავი, ის ფარისევლებთან წაიყვანეს.

კაცმა ფარისევლებს უთხრა: იესომ თიხა დამადო თვალებზე და მითხრა, წადი და დაიბანეო. მეც წავედი, დავიბანე და თვალი ამეხილა. ფარისევლებმა უთხრეს: თუ იესომ შაბათს განგკურნა, ეს ღმერთისგან არ იქნებოდა. მაგრამ სხვებმა თქვეს: მას რომ ღმერთისგან არ ჰქონდეს ძალა, ვერავის განკურნავდა.

ფარისევლებმა იმ კაცის მშობლებს დაუძახეს და ჰკითხეს: როგორ მოხდა, რომ თქვენი ვაჟი ხედავს? მშობლები შეშინებულები იყვნენ, რადგან ფარისევლები ამბობდნენ, ვინც იესოს იწამებს, სინაგოგიდან გავაძევებთო. ამიტომ მათ ფარისევლებს უთხრეს: არ ვიცით, თავად მას ჰკითხეთ. მათაც კიდევ ერთხელ გამოჰკითხეს ის კაცი. ბოლოს უთხრა: რაც ვიცოდი, ყველაფერი გითხარით. რაღატომ მეკითხებით? ფარისევლები ძალიან გაბრაზდნენ და ის გარეთ გამოაგდეს.

იესო იმ კაცის მოსაძებნად წავიდა და როცა იპოვა, ჰკითხა: გწამს მესია? მან თქვა: რომ ვიცოდე, ვინ არის ის, ვირწმუნებ. იესომ უთხრა მას: მე ვარ მესია! ხედავ, რამხელა სიკეთე გაუკეთა იესომ ამ კაცს?! მან არა მარტო განკურნა იგი, არამედ იმაშიც დაეხმარა, რომ რწმენა ჰქონოდა.

„ცდებით, რადგან არც წმინდა წერილები იცით და არც ის, თუ რა ძალა აქვს ღმერთს“ (მათე 22:29).

კითხვები: როგორ დაეხმარა იესო უსინათლო კაცს? რატომ სძულდათ ფარისევლებს იესო?

იოანე 9:1–41

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება