საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 95 გვ. 222-გვ. 223 აბზ. 1
  • ისინი ვერაფერმა შეაჩერა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ისინი ვერაფერმა შეაჩერა
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ როგორც მმართველს“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • საპყრობილიდან გათავისუფლება
    ბიბლიური მოთხრობები
  • ‘ჩვენ ვერ შევწყვეტთ იესოს შესახებ ლაპარაკს’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • ვის ემორჩილებით — ღმერთს თუ ადამიანებს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 95 გვ. 222-გვ. 223 აბზ. 1
პეტრე და იოანე გაბედულად ქადაგებენ მღვდლებისა და სადუკეველების წინააღმდეგობის მიუხედავად.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 95

ისინი ვერაფერმა შეაჩერა

ერთი კაცი, რომელსაც სიარული არ შეეძლო, ყოველდღე ტაძრის შესასვლელთან იჯდა და მათხოვრობდა. ერთხელ შუადღისას მან დაინახა პეტრე და იოანე, რომლებიც ტაძარში შედიოდნენ. მან სთხოვა მათ: გთხოვთ, დამეხმარეთ! პეტრემ უპასუხა: ფულზე უკეთეს რამეს მოგცემ; იესოს სახელით გეუბნები, ადექი და გაიარე! პეტრემ წამოაყენა კაცი და მანაც სიარული დაიწყო. ხალხი ძალიან გაახარა ამ სასწაულმა, ამიტომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდებოდა იესოს მიმდევარი.

მღვდლები და სადუკეველები ძალიან გაბრაზდნენ. მათ ხელი სტაცეს მოციქულებს, სასამართლოში წაიყვანეს და ჰკითხეს: ვინ მოგცათ ამ კაცის განკურნების ძალა?! პეტრემ უპასუხა: ჩვენ ეს ძალა მივიღეთ იესო ქრისტესგან, რომელიც თქვენ მოკალით. რელიგიურმა წინამძღოლებმა დაუყვირეს მათ: შეწყვიტეთ იესოზე ლაპარაკი! მოციქულებმა კი მიუგეს: ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მასზე, არ გავჩერდებით!

გათავისუფლების შემდეგ პეტრე და იოანე მაშინვე სხვა მოწაფეებთან წავიდნენ და მოუყვნენ, რაც თავს გადახდათ. მათ ერთად ილოცეს და იეჰოვას სთხოვეს: დაგვეხმარე, რომ გაბედულად გავაგრძელოთ ქადაგება. იეჰოვამ მათ წმინდა სული მისცა და მათაც განაგრძეს ქადაგება და ხალხის განკურნება. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდებოდა იესოს მიმდევარი. სადუკეველებს იმდენად შეშურდათ მოციქულების, რომ დააპატიმრეს ისინი და ციხეში ჩასვეს. მაგრამ იმ ღამით იეჰოვამ საპატიმროში ანგელოზი გაგზავნა, რომელმაც ციხის კარები გააღო და მოციქულებს უთხრა: დაბრუნდით ტაძარში და ასწავლეთ ხალხს.

დილით სინედრიონის წევრებმა გაიგეს, რომ პატიმრები გაქცეულიყვნენ, საპატიმროს კარი კი ისევ ჩაკეტილი იყო. მოციქულები ახლა ტაძარში იყვნენ და იქ ქადაგებდნენ. ისინი კვლავ სინედრიონის წინაშე მიიყვანეს. მღვდელმთავარმა უთხრა მათ: ხომ გიბრძანეთ, რომ აღარ გელაპარაკათ იესოს შესახებ?! პეტრემ უპასუხა: „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ როგორც მმართველს და არა ადამიანებს“.

რელიგიური წინამძღოლები ისე გაბრაზდნენ, რომ მოციქულების მოკვლა მოინდომეს. ამ დროს ფეხზე წამოდგა ერთი ფარისეველი, სახელად გამალიელი და თქვა: ფრთხილად იყავით! შეიძლება ამ ადამიანებს ღმერთი უჭერს მხარს. თქვენ რა, გინდათ რომ ღმერთს შეებრძოლოთ?! სინედრიონმა დაუჯერა გამალიელს. ამის შემდეგ მოციქულები სცემეს, ქადაგება აუკრძალეს და გაუშვეს. მაგრამ ისინი ვერც ამან შეაჩერა. მათ კვლავ გაბედულად განაგრძეს სასიხარულო ცნობის ქადაგება როგორც ტაძარში, ისე კარდაკარ.

„ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ როგორც მმართველს და არა ადამიანებს“ (საქმეები 5:29).

კითხვები: რატომ არ შეწყვიტეს მოციქულებმა ქადაგება? როგორ დაეხმარა მათ იეჰოვა?

საქმეები 3:1–4:31; 5:12–42

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება