ნაწილი 9 – ელისედან იოშიამდე
ამ ნაწილში გავეცნობით ახალგაზრდებს, წინასწარმეტყველებსა და მეფეებს, რომლებმაც იეჰოვასადმი საოცარი რწმენა გამოავლინეს. სირიაში გადასახლებული პატარა ისრაელი გოგონა დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველს შეეძლო ნაამანის განკურნება. წინასწარმეტყველ ელისეს იოტისოდენა ეჭვიც კი არ ეპარებოდა იმაში, რომ იეჰოვა დაიცავდა მას შეიარაღებული ჯარისგან. მღვდელმთავარმა იეჰოიადამ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, რომ ახალგაზრდა იეჰოაში ბოროტი ბებიისგან, ათალიასგან, დაეცვა. მეფე ხიზკიას სჯეროდა, რომ იეჰოვა იხსნიდა იერუსალიმს. ის არ შეუშინდა ასურელების მუქარას. მეფე იოშიამ ქვეყნიდან კერპთაყვანისმცემლობა აღმოფხვრა, შეაკეთა ტაძარი, აღადგინა წმინდა თაყვანისმცემლობა და ერი კვლავ იეჰოვასთან დააბრუნა.