ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 86
ვიყოთ განსწავლულნი
ბეჭდური ვერსია
1. იეჰოვა ღმერთი გვიხმობს წმინდა სულით:
ისწავლეთ, სიცოცხლის წყალი შესვით.
ის გვხელმძღვანელობს, გვაძლევს ბრძნულ რჩევებს.
კვებავს ის მძებნელთ ჭეშმარიტების.
2. არ მივატოვოთ დღეს ჩვენი შეხვედრები,
რადგან გვჭირდება სწავლა სიმართლის.
ღვთის წმინდა სული, ყოფნა და-ძმებთან
ძალას გვმატებს, ვიაროთ სინათლით.
3. საამო ჰანგები ისმის ღვთის დიდების.
ტკბილი ხმა აქვს ღვთისგან განსწავლულ ხალხს,
ვიყოთ მის ხალხთან და მათთან ერთად
ვადიდოთ ღმერთი მარადიულად!
(იხილეთ აგრეთვე ებრ. 10:24, 25; გამოცხ. 22:17)