ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 119
რწმენა უნდა გვქონდეს
1. ღმერთი წინასწარმეტყველთა მიერ
ხალხს ყოველთვის აფრთხილებდა,
დღეს იესოს მეშვეობით ამბობს:
„მოინანიოს ყველამ“.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
ვავითარებთ ურყევ რწმენას?
მხოლოდ ასე გადავრჩებით.
შევინარჩუნებთ სიცოცხლეს,
თუ რწმენას თან ახლავს საქმეები.
2. ვუსმენთ სიხარულით იესოს ხმას
და ღვთის ცნობას ჩვენ ვქადაგებთ.
გაბედულად ვამოწმებთ იმედზე,
ღვთის განზრახვებს ვაცხადებთ.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
ვავითარებთ ურყევ რწმენას?
მხოლოდ ასე გადავრჩებით.
შევინარჩუნებთ სიცოცხლეს,
თუ რწმენას თან ახლავს საქმეები.
3. ჩვენი მტკიცე რწმენა დიდ ღუზას ჰგავს
და შიშით უკან არ ვიხევთ.
სულ მალე დაგვიხსნის იეჰოვა,
ჩვენ ბოლომდე მოვითმენთ.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
ვავითარებთ ურყევ რწმენას?
მხოლოდ ასე გადავრჩებით.
შევინარჩუნებთ სიცოცხლეს,
თუ რწმენას თან ახლავს საქმეები.
(იხილეთ აგრეთვე რომ. 10:10; ეფეს. 3:12; ებრ. 11:6; 1 იოან. 5:4)