ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 137
ერთგული ქალები, ქრისტიანი დები
1. ესთერი, სარა, მარიამი, რუთი,
სხვა გამრჯე ქალებიც, ქმრის ერთგულები,
რჩებოდნენ ყოველთვის ღვთის მორჩილები
და დღეს ვიცნობთ ამ ქალებს სახელებით.
იყვნენ სხვებიც, მოსაწონი ღმერთის,
უსმენდნენ მის სიტყვებს, დადიოდნენ რწმენით.
2. გაბედულებას, სიკარგეს, სიკეთეს,
თავმდაბლობას და სიყვარულს ავლენდნენ.
გვახსოვს ეს მოშურნე, ბრძენი ქალები,
დიდად ვაფასებთ მათ ძვირფას მაგალითს.
დღეს მათ მსგავსად ქრისტიანი დები
არიან ერთგულნი, მათ მაგალითს მივყვეთ.
3. დედებო, დებო, შვილებო, ცოლებო,
ქვრივებო, ვინც დღეს ხართ მძიმედ მშრომელნი,
ავლენთ მოკრძალებას და თავმდაბლობას,
იეჰოვასთვის ხართ მოსაწონები.
ერთგულებას ღმერთი დაგიფასებთ,
მიიღებთ სულ მალე ჯილდოს, რაც გელით წინ.
(იხილეთ აგრეთვე ფილ. 4:3; 1 ტიმ. 2:9, 10; 1 პეტ. 3:4, 5)