ჩარჩო 6ა
„გადაიპარსე თავი და მოიპარსე წვერი“
ბეჭდური ვერსია
ეზეკიელმა გაითამაშა მოვლენები, რომლებიც მალე იერუსალიმში განვითარდებოდა.
„გადაიპარსე თავი და მოიპარსე წვერი“
ებრაელებს თავს დაესხმოდნენ და აღგვიდნენ მიწის პირიდან.
„აწონე თმა და ნაწილებად დაყავი“
ბაბილონელები განაჩენის აღსრულებისას მიზანმიმართულად იმოქმედებდნენ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ.
„დაწვი“
ზოგი ქალაქში მოკვდებოდა.
„დაკუწე“
ზოგს ქალაქგარეთ მოკლავდნენ.
„ქარს გაატანე“
ზოგი თავს დააღწევდა განადგურებას, მაგრამ ვერსად პოვებდნენ მშვიდობას.
„შეახვიე“
გადასახლებულთაგან ზოგი იერუსალიმში დაბრუნდებოდა და წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა.