ჩარჩო 9დ
ღვთის ხალხის ტყვეობა და წმინდა — თაყვანისმცემლობის აღდგენა
წინასწარმეტყველებები ებრაელი ხალხის ბაბილონში ტყვეობის შესახებ საუკუნეების შემდეგ უფრო ფართო მასშტაბით შესრულდა ქრისტიანულ კრებაზე, რომელიც „დიდი ბაბილონის“ ტყვეობაში აღმოჩნდა. მოდი მიმოვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
1. გაფრთხილება |
2. ტყვეობა |
3. აღდგენა |
|
---|---|---|---|
თავდაპირველი შესრულება |
ძვ. წ. 607 წლამდე — ესაიას, იერემიასა და ეზეკიელის გაფრთხილებების მიუხედავად, ღვთის ხალხში განდგომილებამ გაიდგა ფესვი. |
ძვ. წ. 607 წელი — იერუსალიმი განადგურდა, ღვთის ხალხი კი ბაბილონში წაასხეს ტყვედ. |
ძვ. წ. 537 წლიდან მოყოლებული — იერუსალიმში ერთგულ ებრაელთა დარჩენილი ნაწილი დაბრუნდა. მათ ააშენეს ტაძარი და აღადგინეს წმინდა თაყვანისმცემლობა. |
ფართომასშტაბიანი შესრულება |
ახ. წ. 1-ლი საუკუნე — იესოს, პავლესა და იოანეს გაფრთხილებების მიუხედავად, ქრისტიანულ კრებაში განდგომილებამ იჩინა თავი. |
ახ. წ. მე-2 საუკუნიდან მოყოლებული — ჭეშმარიტი ქრისტიანები „დიდი ბაბილონის“ ტყვეობაში ჩაცვივდნენ. |
ახ. წ. 1919 წლიდან მოყოლებული — გამეფებული იესოს ხელმძღვანელობით ერთგული ცხებული ქრისტიანები სულიერი ტყვეობისგან გათავისუფლდნენ და წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის მოწმენი გახდნენ. |