საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • CO-pgm23 გვ. 7-8
  • ინფორმაცია დამსწრეთათვის

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ინფორმაცია დამსწრეთათვის
  • 2023 წლის რეგიონული კონგრესის პროგრამა
  • მსგავსი მასალა
  • ინფორმაცია დამსწრეთათვის
    2024 წლის რეგიონული კონგრესის პროგრამა
  • ინფორმაცია დამსწრეთათვის
    2020 წლის რეგიონული კონგრესის პროგრამა
  • ინფორმაცია დამსწრეთათვის
    2025 წლის რეგიონული კონგრესის პროგრამა
  • ინფორმაცია დამსწრეთათვის
    2019 წლის რეგიონული კონგრესის პროგრამა
იხილეთ მეტი
2023 წლის რეგიონული კონგრესის პროგრამა
CO-pgm23 გვ. 7-8

ინფორმაცია დამსწრეთათვის

ᲛᲝᲛᲬᲔᲡᲠᲘᲒᲔᲑᲚᲔᲑᲘ: მომწესრიგებლები თქვენ დასახმარებლად არიან დანიშნული. გთხოვთ, ითანამშრომლოთ მათთან და დაემორჩილოთ მათ მითითებებს ავტომობილის გაჩერებასთან, ხალხის მოძრაობასთან, ადგილების დაკავებასა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

ᲜᲐᲗᲚᲝᲑᲐ: ნათლობის მოხსენების დაწყებამდე, რომელიც წარმოითქმება შაბათს, დღის პირველ ნახევარში, ნათლობის მსურველები უნდა ისხდნენ სცენის წინ, მათთვის წინასწარ გამოყოფილ ადგილზე. თითოეულს უნდა ჰქონდეს პირსახოცი და მოკრძალებული საცურაო კოსტიუმი.

ᲨᲔᲡᲐᲬᲘᲠᲐᲕᲘ: საკმაოდ დიდი ხარჯები იქნა გაღებული სხვადასხვა მომსახურების უზრუნველსაყოფად, რაც კონგრესზე დასწრებას სასიამოვნოს ხდის და გვეხმარება, დავუახლოვდეთ იეჰოვას. თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირავი მოხმარდება ამ ხარჯების დაფარვას და ჩვენს საქმიანობას მთელ მსოფლიოში. თქვენთვის მოსახერხებელი რომ იყოს, ყველგან არის განლაგებული შესაწირავების ყუთები შესაბამისი წარწერით. შესაწირავის გასაღებად აგრეთვე შეგიძლიათ ესტუმროთ ვებგვერდს donate.jw.org. ნებისმიერი შენაწირი ძალიან ფასდება და ხელმძღვანელი საბჭო წინასწარ გიხდით მადლობას სამეფოს ინტერესების გულუხვი მხარდაჭერისთვის.

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ: გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ პირველი დახმარება გათვალისწინებულია მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისთვის.

ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲣᲚᲘ ᲜᲘᲕᲗᲔᲑᲘ: ყველა ნაპოვნი ნივთი დაკარგული ნივთების ბიუროში უნდა მიიტანოთ. დაკარგული ნივთებისთვის ამ ბიუროს მიაკითხეთ. აქ უნდა მიიყვანოთ ბავშვებიც, რომლებიც დაიკარგნენ. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ბავშვებს და ყოველთვის გვერდით გყავდეთ, რათა არც თქვენ ინერვიულოთ და არც სხვებმა.

ᲐᲓᲒᲘᲚᲔᲑᲘ: გთხოვთ, სხვებიც გაითვალისწინოთ, როცა ადგილებს იკავებთ. გახსოვდეთ: ადგილები შეგიძლიათ დაიკავოთ მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის, მათთვის, ვინც თქვენთან ერთად მგზავრობს ავტომობილით, თქვენთან ერთად ცხოვრობს ან ვისაც ბიბლიას ასწავლით. გთხოვთ, არ დაალაგოთ ნივთები თქვენ გარშემო სკამებზე, რომლებსაც არ იკავებთ.

ᲛᲝᲮᲐᲚᲘᲡᲔᲓ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ: თუ კონგრესის დროს მოხალისეებად მსახურება გსურთ, მიმართეთ საინფორმაციო და მოხალისეთა განყოფილებას.

ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ

და-ძმები ჩანაწერებს აკეთებენ და ყურადღებით ისმენენ კლასში გაკვეთილს.

სამეფოს მახარობელთა სკოლა

ყველას, ვისაც მსახურების გაფართოების სურვილი აქვს, შეუძლია დაესწროს სამეფოს მახარობელთა სკოლაში სწავლის მსურველთათვის განკუთვნილ შეხვედრას კვირას, ნაშუადღევს. ამ შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი წინასწარ გამოცხადდება.

მომზადებულია იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს მიერ

© 2023 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება