საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lmd გაკ. 6
  • მოიკრიბე გაბედულება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მოიკრიბე გაბედულება
  • გიყვარდეთ ადამიანები — მოამზადეთ მოწაფეები
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • იესოს მაგალითი
  • რას ვსწავლობთ იესოსგან
  • მიჰბაძე იესოს
  • მიჰბაძეთ იესოს და იქადაგეთ გაბედულად!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • გაბედულად ქადაგებ?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
  • ღვთის სიტყვა გაბედულად ილაპარაკე!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • კვლავაც გაბედულად ილაპარაკე ღვთის სიტყვა
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
იხილეთ მეტი
გიყვარდეთ ადამიანები — მოამზადეთ მოწაფეები
lmd გაკ. 6

ᲡᲐᲣᲑᲠᲘᲡ ᲬᲐᲛᲝᲬᲧᲔᲑᲐ

ხალხის გასაკვირად იესო ზაქეს ეუბნება, რომ ხიდან ჩამოვიდეს.

ლუკ. 19:1—7

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 6

მოიკრიბე გაბედულება

ბიბლიური პრინციპი: „ჩვენი ღვთის დახმარებით გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ . . . თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა გვეუწყებინა“ (1 თეს. 2:2).

იესოს მაგალითი

ხალხის გასაკვირად იესო ზაქეს ეუბნება, რომ ხიდან ჩამოვიდეს.

ᲕᲘᲓᲔᲝ: იესო ზაქეს უქადაგებს

1) უყურე ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ან წაიკითხე ლუკას 19:1—7 და დაფიქრდი:

  1. ა) რატომ არ მოსდიოდა ზოგს თვალში ზაქე?

  2. ბ) ხალხის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად რატომ გაუჩნდა იესოს ზაქესთვის სასიხარულო ცნობის გაზიარების სურვილი?

რას ვსწავლობთ იესოსგან

2) სამეფოს შესახებ განურჩევლად ყველას რომ ვუქადაგოთ, გაბედულება გვჭირდება.

მიჰბაძე იესოს

3) მიენდე იეჰოვას. წმინდა სულის დახმარებით იესო გაბედულად ქადაგებდა. წმინდა სული შენც შეგმატებს ქადაგების დროს გამბედაობას (მათ. 10:19, 20; ლუკ. 4:18). ამიტომ სთხოვე იეჰოვას გამბედაობა, რომ მათაც უქადაგო, ვისთან საუბარიც გაშინებს (საქ. 4:29).

4) ნუ შეიქმნი წინასწარ უარყოფით აზრს. შეიძლება თავი შევიკავოთ ვინმესთან საუბრისგან მისი გარეგნობის, სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის, ცხოვრების წესის ან რელიგიური შეხედულების გამო. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ . . .

  1. ა) იეჰოვასა და იესოსგან განსხვავებით ჩვენ გულების წაკითხვა არ შეგვიძლია.

  2. ბ) იეჰოვა ყველას აძლევს გამოსწორების შესაძლებლობას.

5) იყავი გაბედული, მაგრამ ნურც ტაქტიანობისა და სიფრთხილის გამოჩენა დაგავიწყდება (მათ. 10:16). მოერიდე კამათს. ტაქტიანად შეწყვიტე საუბარი, თუ ატყობ, რომ ადამიანს არ სურს სასიხარულო ცნობის მოსმენა ან თუ ხედავ, რომ სიტუაცია იძაბება (იგავ. 17:14).

ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔ ᲐᲒᲠᲔᲗᲕᲔ

საქ. 4:31; ეფეს. 6:19, 20; 2 ტიმ. 1:7

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება