აბიხაილი
[მამა(ჩემი) მაცოცხლებელი ძალაა].
1. ლევისტომელი კაცი მერარის საგვარეულოდან; ეგვიპტიდან გამოსვლის დროს მისი ვაჟი ცურიელი საგვარეულოს თავკაცი იყო (რც. 3:35).
2. გადისტომელი კაცი, რომლის შთამომავლებიც ბაშანსა და გალაადში დასახლდნენ. ის იყო ხურის ძე, საგვარეულოს თავკაცი (1მტ. 5:14—17).
3. დედოფალი ესთერის მამა; ბენიამინის შთამომავალი; ის იყო მორდოქაის ბიძა (ესთ. 2:5, 15; 9:29). ესთერის 2:7-დან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის და მისი ცოლი ჯერ კიდევ ესთერის მოზარდობაში, ახაშვეროშზე დაქორწინებამდე დაიხოცნენ.