საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „აბირამი“
  • აბირამი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აბირამი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • დათანი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ისინი იეჰოვას დაუპირისპირდნენ
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • კორახი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აარონის კვერთხი აყვავდა
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „აბირამი“

აბირამი

[მამა მაღალია].

1. რეუბენელი ელიაბის ვაჟი; დათანისა და ნემუელის ძმა; ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის დროს ის საგვარეულოს თავკაცი და მნიშვნელოვანი პირი იყო (რც. 26:5—9).

აბირამი და მისი ძმა დათანი მხარს უჭერდნენ ლევიან კორახს, რომელიც მოსესა და აარონის წინააღმდეგ წავიდა. თავიდან მათთან ერთად იყო კიდევ ერთი რეუბენელი, ონი, თუმცა მისი სახელი შემდეგ აღარსად მოიხსენიება (რც. 16:1). 250 სახელოვან თავკაცთან ერთად ისინი მოსესა და აარონს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ თვითნებურად აღზევდნენ კრებულზე (რც. 16:1—3). მოსეს მიერ კორახისთვის ნათქვამი სიტყვებიდან აშკარაა, რომ კორახსა და მის ლევიან მომხრეებს აარონისთვის მღვდლობის წართმევა უნდოდათ (რც. 16:4—11). თუმცა რეუბენელ აბირამსა და დათანს ეს საკითხი არ აღელვებდათ. მოსეს უნდოდა, მათ ცალკე დალაპარაკებოდა, მაგრამ უარი მიიღო. მათი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ისინი მხოლოდ მოსეს ერჩოდნენ, აარონზე კი სიტყვაც არ დასცდენიათ. მათ არ მოსწონდათ, როგორ წინამძღოლობდა მოსე ერს და შეუთვალეს: „გინდა გაგვიბატონდე კიდეც?!“. ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ მოსემ დაპირება ვერ შეასრულა და ვერ შეიყვანა ერი მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინებოდა. ამ ბრალდებების საპასუხოდ წარმოთქმულ ლოცვაში მოსე საკუთარ თავს იცავდა და არა აარონს (რც. 16:12—15).

აქედან გამოჩნდა, რომ დაუმორჩილებლობა ორ მიზანს ემსახურებოდა და მიმართული იყო არა მხოლოდ აარონის მღვდლობის წინააღმდეგ, არამედ მოსეს მდგომარეობის წინააღმდეგ, რომელიც ღვთის მითითებებს გადასცემდა ხალხს (ფს. 106:16). ისე ჩანდა, თითქოს ადვილი იქნებოდა ხალხის გადაბირება, რადგან ცოტა ხნით ადრე ხალხი დრტვინავდა მოსეს წინააღმდეგ, ახალი მეთაურის არჩევაზე ლაპარაკობდა, რომ ერი ეგვიპტეში დაებრუნებინათ, და მოსესა და აარონის მხარდაჭერისთვის იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის ჩაქოლვაც კი უნდოდათ (რც. 14:1—10). რეუბენი იაკობის პირმშო იყო, მაგრამ ჩადენილი დანაშაულის გამო დაკარგა პირმშოს უფლებები (1მტ. 5:1). დათანი და აბირამი შესაძლოა იმის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ლევიანი მოსეს ძალაუფლების წინააღმდეგ, რომ თავიანთი წინაპრის დაკარგული პირველობის დაბრუნება სურდათ. მაგრამ რიცხვების 26:9-დან ჩანს, რომ მათ მხოლოდ მოსესა და აარონის წინააღმდეგ კი არ გაილაშქრეს, არამედ „იეჰოვას წინააღმდეგ“, რომელმაც ძალაუფლებით აღჭურვა მოსე და აარონი.

ვინაიდან კეჰათელთა საგვარეულო (რომელსაც კორახის ოჯახი მიეკუთვნებოდა) რეუბენელების მსგავსად კარვის სამხრეთით იყო დაბანაკებული, შესაძლებელია, რომ კორახის კარავი დათანისა და აბირამის კარვებთან ახლოს იდგა (რც. 2:10; 3:29). ღვთის განაჩენის აღსრულებისას დათანი და აბირამი თავიანთი კარვების შესასვლელთან იდგნენ, კორახსა და მის 250 თანამზრახველს კი სასაკმევლეებით ხელში შეხვედრის კარვის შესასვლელთან მოეყარათ თავი. შემდეგ, როცა მოსემ ხალხს მოუწოდა, გასცილებოდნენ ამ სამი მოწინააღმდეგის კარვებს, მათ უპატივცემულობაზე ღვთის გულისწყრომის ნიშნად დააღო მიწამ პირი და შთანთქა დათანი და აბირამი თავიანთ სახლეულობებთან ერთად (რც. 16:16—35; კნ. 11:6; ფს. 106:17). მათთან ერთად განადგურდა კორახის სახლეულობაც, გარდა მისი ვაჟებისა. თავად კორახი კი 250 თანამზრახველთან ერთად კარვის წინ ცეცხლმა შთანთქა (რც. 16:35; 26:10, 11). ამგვარად, ღვთის მიცემული ძალაუფლების წინააღმდეგ წასვლას უეცრად დაესვა წერტილი და მასში მონაწილეობისთვის მოისპო აბირამის სახსენებელი ისრაელში.

2. ბეთელელი ხიელის პირმშო; იესო ნავეს ძის 6:26-ში ჩაწერილია იესო ნავეს ძის ფიცი, რომელიც განადგურებულ ქალაქ იერიხონს ეხება. მან იწინასწარმეტყველა, რომ ქალაქის აღდგენა ამშენებელს პირმშოს სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა. აბირამის მამამ, ხიელმა, არაფრად ჩააგდო ეს ფიცი და დაახლოებით ხუთი საუკუნის შემდეგ, მეფე ახაბის მმართველობის დროს (დაახლ. ძვ. წ. 940—920), იერიხონს საძირკველი ჩაუყარა. მისი ვაჟი აბირამი, როგორც ჩანს, უდროოდ მოკვდა, რითაც შესრულდა ეს წინასწარმეტყველება და ისრაელის მეფეთა ისტორიაში ჩაიწერა (1მფ. 16:34).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება