საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „აქანი“
  • აქანი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აქანი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • აქარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ქურდი ისრაელში
    ბიბლიური მოთხრობები
  • აქორი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ქარმი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „აქანი“

აქანი

[ეს არის სიტყვების თამაში და უკავშირდება აქარს, რომელიც ნიშნავს უბედურების მომტანს, დამაქცეველს]

ქარმის ვაჟი ზაბდის სახლეულობიდან, ზერახის საგვარეულოდან, იუდას ტომიდან; მას აგრეთვე ერქვა აქარი (1მტ. 2:7).

როცა ისრაელმა გადაკვეთა მდინარე იორდანე, იეჰოვამ გასაგებად უთხრა მათ, რომ ქვეყნის დაპყრობის პირველი ნაყოფი, ქალაქი იერიხონი, გასანადგურებელი იყო და იეჰოვას ეკუთვნოდა. ქალაქში არსებული მთელი ოქრო-ვერცხლი იეჰოვას საგანძურში უნდა მიეტანათ (იეს. 6:17, 19). მაგრამ, როცა აქანმა იპოვა ძვირფასი შინარული მოსასხამი, 50-შეკელიანი ოქროს ზოდი (დაახლ. $6 400 ღირებულების) და 200 შეკელი ვერცხლი ($440), ჩუმად ჩამარხა ისინი თავის კარავში (იეს. 7:21). სინამდვილეში, მან ისინი ღმერთს მოჰპარა. ღვთის ნათელი მითითების დარღვევისთვის მომდევნო ქალაქზე, აიზე თავდასხმისას იეჰოვამ წაართვა მათ თავისი კურთხვევა და ისრაელები უკუიქცნენ. ვინ იყო ამაში დამნაშავე? დანაშაული არავინ აღიარა, ამიტომ მთელი ისრაელი წარდგა იეჰოვას წინაშე გასასამართლებლად. წარდგა ყველა ტომი, შემდეგ იუდას ტომის საგვარეულოები, შემდეგ ზაბდის სახლეულობის მამაკაცები და „აქანს დაედო ხელი“ (იეს. 7:4—18). მან მხოლოდ ამის მერე აღიარა თავისი ცოდვა. სასჯელმაც არ დააყოვნა. აქანი, მისი ოჯახი (რომელსაც ეცოდინებოდა, რა ჩაიდინა აქანმა) და მთელი მისი საქონელი ჯერ ქვებით ჩაქოლეს, შემდეგ კი მთელ მის ქონებასთან ერთად დაწვეს აქორის ველზე (ნიშნავს უბედურებას) (იეს. 7:19—26).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება