ადა
[ელეადას ან ადაიას შემოკლებული ფორმა].
1. ლამექის ორი ცოლიდან პირველი. ის იყო იაბალისა და იუბალის დედა. იაბალისგან წარმოიშვნენ მომთაბარე მესაქონლეები, ხოლო იუბალისგან — მუსიკოსები (დბ. 4:19—23).
2. ქანაანში მცხოვრები ხეთელი ელონის ქალიშვილი და ესავის ცოლებიდან ერთ-ერთი, რომლებიც „სულს უმწარებდნენ ... ისაკსა და რებეკას“. მისი ვაჟი, ელიფაზი, ამალეკის მამა იყო. დაბადების 26:34-ში მოხსენიებული ბასმათი, შესაძლოა, ადა იყო (დბ. 26:35; 36:2, 4, 10, 12).