აგური
იაკეს ვაჟი და ბიბლიის წიგნ „იგავების“ 30-ე თავის დამწერი (იგ. 30:1); მისი ვინაობის დასადგენად სხვა ინფორმაცია არ მოიპოვება. სავარაუდოდ, ის ცხოვრობდა სოლომონის მმართველობასა (ძვ. წ. 1037—998) და ხიზკიას მმართველობას (ძვ. წ. 745—717) შორის პერიოდში.
ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ აგური იგივე სოლომონია. ერთ ნაშრომში იგავების 30:1-ის სქოლიოში მოყვანილია ციტატა „მიდრაშიდან“: „მას ეწოდებოდა აგური, რადგან ინახავდა (აგარ) ცოდნას თორადან, და იაკეს ვაჟი, რადგან ამოანთხია (ჰიქქი) ის იმ გაგებით, რომ უგულებელყო გაფრთხილება მრავალცოლიანობის შესახებ“ (Soncino Books of the Bible, ა. კოენის რედაქციით, ლონდონი, 1952). მიუხედავად იმისა, რომ ებრაელი მკვლევრები ამ საკითხში ვერ თანხმდებიან, მათგან ბევრი მიიჩნევს, რომ გადმოცემის სტილის, ლექსიკისა და შინაარსის შეცვლა სხვის ავტორობაზე მიუთითებს.