ახია
[(ჩემი) ძმაა იეჰოვა].
1. იერახმეელის ვაჟების ჩამონათვალში მეხუთე; იუდასტომელი (1მტ. 2:25).
2. ბენიამინის ტომის ერთ-ერთი საგვარეულოს თავკაცი (1მტ. 8:6, 7); ზოგის აზრით, ის არის მე-4 მუხლში მოხსენიებული ახოახი.
3. ახიტუბის ვაჟი და ელის შვილთაშვილი; საულის მეფობის დროს ის შილოში მსახურობდა მღვდელმთავრად (1სმ. 14:3, 18). ზოგი მიიჩნევს, რომ ის იყო ახიმელექის ძმა ან თავად ახიმელექი, თუ მისი სახელი „მელექით“ ბოლოვდებოდა (1სმ. 22:9).
4. ერთ-ერთი ძლიერი ვაჟკაცი დავითის ლაშქარში; ფელონელი (1მტ. 11:36).
5. ლევიანი, რომელსაც დავითის მმართველობის დროს იეჰოვას სახლის საგანძური ებარა (1მტ. 26:20).
6. შიშას ვაჟი; ის და მისი ძმა ელიხორეფი მთავრები და მწერლები იყვნენ სოლომონის დროს (1მფ. 4:2, 3).
7. იეჰოვას წინასწარმეტყველი შილოდან, რომელმაც იწინასწარმეტყველა სოლომონის სამეფოს გაყოფა. მან ახალი მოსასხამი 12 ნაწილად დახია, აქედან 10 ნაწილი იერობოამს მისცა და დაჰპირდა, რომ ერთგული თუ იქნებოდა, იეჰოვა მას „მტკიცე სახლს“ აუშენებდა (1მფ. 11:29—39; 12:15; 2მტ. 10:15). წლების მანძილზე იერობოამი ბოროტად იქცეოდა. ამის შემდეგ მან თავისი ცოლი გაგზავნა ახიასთან იმის გასაგებად, გამოკეთდებოდა თუ არა მისი ავადმყოფი ვაჟი. თვალისჩინწართმეულმა მოხუცმა წინასწარმეტყველმა უთხრა, რომ ბავშვი მალე მოკვდებოდა და იეჰოვა პირწმინდად გახვეტდა „იერობოამის სახლს ნეხვივით“ (1მფ. 14:2—18; 15:29). ახიას წინასწარმეტყველება, წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც სოლომონის საქმეებიც იყო აღწერილი, ეზრას მიერ „მატიანეს“ შედგენის დროსაც არსებობდა (2მტ. 9:29).
8. ბააშას მამა; ბააშამ შეთქმულება მოაწყო ნადაბის წინააღმდეგ და თავად გამეფდა ისრაელზე. ის იყო ისაქარის ტომიდან (1მფ. 15:27, 33; 2მფ. 9:9).
9. ხალხის 44 თავკაციდან ერთ-ერთი, რომლის შთამომავალმაც, თუ თვითონ არა, ბეჭდის დასმით დაადასტურა ნეემიას მიერ ხალხთან დადებული „მტკიცე შეთანხმება“, რომ იეჰოვას კანონებს დაიცავდნენ (ნემ. 10:26; 9:38).