ახიო
[ახიას შემოკლებული ფორმა; ან შესაძლოა ნიშნავს პატარა ძმას].
1. როგორც ჩანს, ის იყო ბერიას ვაჟი და ელფაალის შვილიშვილი ბენიამინის ტომიდან (1მტ. 8:12—16).
2. ბენიამინელი კაცი; იეიელის ვაჟი, რომელიც მისმა ცოლმა, მააქამ გაუჩინა (1მტ. 8:29, 31; 9:35—37).
3. კირიათ-იეარიმელი აბინადაბის ვაჟი; იერუსალიმში შეთანხმების კიდობნის ახალი ურმით გადატანისას ახიო წინ მიუძღოდა ურემს, როცა იეჰოვამ მისი ძმა უზა დასცა კიდობნისთვის ხელის შეშველების გამო (2სმ. 6:3, 4; 1მტ. 13:7—10).