ამადი
ქალაქი, რომელიც ქარმელის მთის ჩრდილოეთით ზღვის სანაპიროზე, ნაყოფიერ ველზე მდებარეობდა და აშერის ტომს ეკუთვნოდა (იეს. 19:26). მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ ტერიტორიაზე ამუდის სახელით ცნობილი არაერთი ნანგრევია, ქალაქ ამადის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.