ანიმი
ქალაქი იუდას სამხრეთით მთიან რეგიონში. ის მოხსენიებულია იმ მიწებს შორის, რომლებიც იესო ნავეს ძის დროს განაწილდა (იეს. 15:48, 50). ფიქრობენ, რომ ის ხირბეთ ღუვაინ-ეთ-ტაჰტაა (ხორვათ-ანიმი). მისი ნანგრევები ეშთემოას სამხრეთით დაახლ. 5 კილომეტრში, ხოლო ხებრონიდან სამხრ. სამხრ.-დას.-ით დაახლ. 19 კილომეტრში მდებარეობს.