საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „არავნა“
  • არავნა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • არავნა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ორნანი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მიდიხართ მსხვერპლზე ღვთის მსახურებისთვის?
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2022
  • ყიდვა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ლეწვა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „არავნა“

არავნა

იებუსელი კაცი, რომლისგანაც მეფე დავითმა ღვთის მითითებით იყიდა კალო იეჰოვასთვის სამსხვერპლოს ასაგებად. ამის შემდეგ შეწყდა დავითის მიერ ხალხის აღრიცხვის შედეგად დატეხილი უბედურება (2სმ. 24:16—25; 1მტ. 21:15—28).

არავნას სურდა, უსასყიდლოდ გაეღო კალო, საქონელი და ხისგან დამზადებული სამეურნეო იარაღები მსხვერპლშეწირვისთვის, მაგრამ დავითმა დაიჟინა, რომ საფასურს გადაუხდიდა. 2 სამუელის 24:24-დან ჩანს, რომ დავითმა კალო და საქონელი 50 შეკელ ვერცხლად ($110) იყიდა, 1 მატიანის 21:25-ში კი ნათქვამია, რომ ამ ადგილისთვის დავითმა 600 შეკელი ოქრო (დაახლ. $77 000) გადაიხადა. „მეორე სამუელში“ აღწერილია მხოლოდ სამსხვერპლოსთვის განკუთვნილი ადგილისა და მსხვერპლშეწირვისთვის საჭირო მასალების შეძენა. ასე რომ, დამწერი, როგორც ჩანს, მხოლოდ ამ ორი რამისთვის გადახდილ თანხაზე საუბრობდა. 1 მატიანის დამწერმა კი ეს შემთხვევა ტაძარს დაუკავშირა, რომელიც მოგვიანებით აშენდებოდა ამ ადგილზე (1მტ. 22:1—6; 2მტ. 3:1). ვინაიდან ტაძრის ტერიტორია ძალიან დიდი იყო, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 600 შეკელი ოქრო მთელი ტერიტორიისთვის გადახდილი თანხა იქნებოდა და არა იმ პატარა ნაკვეთისთვის, რომელზეც თავდაპირველად დავითმა სამსხვერპლო ააგო.

დღეს იმ ტერიტორიის ნაწილს, სადაც ძველად ტაძარი იდგა, კუბათ-ალ-სახრის მეჩეთი (ე. წ. კლდის გუმბათი) იკავებს. გუმბათის ქვეშ ჩანს კლდოვანი ადგილი, რომელიც შესაძლოა ერთ დროს არავნას კალო იყო.

მატიანის წიგნებში არავნას ორნანი ეწოდება (1მტ. 21:18—28; 2მტ. 3:1).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება