არდი
ეგვიპტეში ჩასული იაკობის სახლეულობის „სამოცდაათი სულიდან“ ერთ-ერთი (დბ. 46:21, 27); წიგნ „დაბადებაში“ არდი მოხსენიებულია ბენიამინის ვაჟად, თუმცა რიცხვების 26:40-დან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამაში, როგორც ჩანს, შვილიშვილი იგულისხმებოდა. ამ შემთხვევაში ის იქნებოდა 1 მატიანის 8:3-ში მოხსენიებული ადარი.