აშიმა
ღვთაება, რომელსაც ეთაყვანებოდნენ ასურეთის მეფის მიერ სამარიაში ჩასახლებული (ისრაელების გადასახლების შემდეგ) ხამათელები (2მფ. 17:24, 30). ბაბილონის თალმუდში (სანჰედრინი 63ბ) აშიმა აღწერილია, როგორც უბეწვო ვაცი, ამიტომ ზოგი მას მეცხვარეთა მფარველ და ნაყოფიერების ღმერთ პანთან აიგივებს. კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად, სახელი აშიმა არის აშერას (ქანაანელთა ნაყოფიერების ქალღმერთი) სახეცვლილი ფორმა, რომელიც ებრაულ სიტყვა ʼაშამთან („დანაშაული“, დბ. 26:10) შერწყმით წარმოიშვა. იმის გარდა, რასაც ბიბლია გვამცნობს ამ ღვთაებაზე, სხვა რამის დარწმუნებით მტკიცება რთულია.