საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ატადი“
  • ატადი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ატადი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • აბელ-მიცრაიმი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ლეწვა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იორდანე [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მდინარე იორდანის გადაკვეთა
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ატადი“

ატადი

[მაყვალი]

ადგილი იორდანეს მხარეში, რომლის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. მას ეწოდა „ატადის კალო“. ეგვიპტიდან წამოსული პროცესია, რომელიც ქანაანისკენ მიდიოდა მაქფელას მინდორში მდებარე გამოქვაბულში იაკობის გასასვენებლად, შვიდ დღეს გაჩერდა აქ და სამგლოვიარო წეს-ჩვეულებას ასრულებდა. შესაძლოა, ატადი ადამიანის სახელი იყო, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, გეოგრაფიული ადგილი იგულისხმება. პროცესიას ესწრებოდნენ ფარაონის მსახურებიც და ეგვიპტის მიწაზე მცხოვრები უხუცესებიც. როცა ქანაანელებმა დაინახეს, როგორ ასრულებდნენ სამგლოვიარო წეს-ჩვეულებებს, თქვეს: „მწარედ გლოვობენ ეგვიპტელები!“. ამიტომ დაერქვა ამ ადგილს აბელ-მიცრაიმი, რაც ეგვიპტელთა გლოვას ნიშნავს (დბ. 50:7—13).

ბიბლიის არაერთ თარგმანში (მაგ., სსგ, ბსგ, AS, AT, RS) დაბადების 50:10, 11-ში გვხვდება ფრაზა: „იორდანეს გაღმა“. შესაბამისად, ზოგი ასკვნის, რომ ატადის კალო მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით მდებარეობდა. ეს ნიშნავს, რომ პროცესია პირდაპირი გზით კი არ წავიდა, არამედ მკვდარ ზღვას შემოუარა, შესაძლოა იმიტომ, რომ ფილისტიმელებისთვის თავი აერიდებინათ. მაგრამ ებრაული სიტყვა ბეʽევერ, რომელიც გაღმად ითარგმნა, შეიძლება მიუთითებდეს როგორც იორდანეს აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ მხარეზე. ხუთწიგნეულის წერის დასასრულს მოაბის მიწაზე მყოფი მოსესთვის „იორდანეს გაღმა“ შეიძლებოდა მდინარის დასავლეთი მხარე ყოფილიყო. თუმცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანმა“ ეს პრობლემატური საკითხი გადაჭრა და ებრაული ტექსტის ზუსტად გადმოსაცემად ამ მუხლებში გამოიყენა ფრაზა „იორდანეს მხარეში“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება