ᲑᲔᲗ-ᲑᲘᲠᲘ
ქალაქი ნეგებში, იუდას ტომის ტერიტორიაზე, რომელიც სიმონის ვაჟებს მიაკუთვნეს (1მტ. 4:24, 31). პარალელურ ჩამონათვალში, იესო ნავეს ძის 19:6-ში, ის მოხსენიებულია როგორც ბეთ-ლებაოთი. ამიტომ ზოგი მიიჩნევს, რომ „მატიანის“ დამწერმა ეზრამ შეიძლება გამოიყენა სახელი, რომელსაც ამ ქალაქს გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ უწოდებდნენ. ეს სახელი შეიძლება შემორჩენილია ბეერ-შებიდან სამხრ.-დას.-ით დაახლ. 40 კმ-ში მდებარე მთის, ჯებელ-ელ-ბირის, სახელწოდებაში. ამიტომ ზოგი ფიქრობს, რომ ბეთ-ბირი ამ მთის მახლობლად მდებარეობდა (იხ. ᲑᲔᲗ-ᲚᲔᲑᲐᲝᲗᲘ).