ბეცაი
[ბეცალელის შემოკლებული ფორმა].
1. ისრაელი, რომლის 300-ზე მეტი შთამომავალი ძვ. წ. 537 წელს ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდა იერუსალიმში (ეზრ. 2:17; ნემ. 7:23).
2. ამ კაცმა ან ამ სახელით წოდებული საგვარეულოს წარმომადგენელმა ბეჭდის დასმით დაადასტურა ნეემიას დროს დადებული „მტკიცე შეთანხმება“ (ნემ. 9:38; 10:1, 14, 18).