ᲑᲔᲪᲔᲠᲘ
1. (შესაძლოა ნიშნავს ძვირფას მადანს). აშერისტომელი ცოფეხის ერთ-ერთი ვაჟი (1მტ. 7:30, 36, 37).
2. (მიუვალი ადგილი). იორდანის აღმოსავლეთით ლევიანებისთვის მიცემული სამი თავშესაფარი ქალაქიდან ერთ-ერთი, რომელიც რეუბენის ტომის სამკვიდროში იყო (კნ. 4:41—43; იეს. 20:8; 21:36; 1მტ. 6:78). მასზე ნათქვამია, რომ ის მდებარეობდა „იორდანის მხარეში, იერიხონის აღმოსავლეთით, ... ზეგანზე მდებარე უდაბნოში“. მიიჩნევენ, რომ ბეცერი იგივე თანამედროვე უმ-ელ-ამადია, რომელიც ზეგანზე მდებარეობს ამონის რაბის სამხრ-ით 19 კმ-ში. ბეცერი მოხსენიებულია მოაბურ ქვაზე იმ ქალაქებს შორის, რომლებიც დაახლ. ძვ. წ. 920 წელს მეფე ახაბის სიკვდილის შემდეგ ისრაელის წინააღმდეგ აჯანყებულმა მოაბის მეფე მეშამ დაიპყრო და გაამაგრა (2მფ. 3:5).