საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ღვთის სახელი“
  • ღვთის სახელი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ღვთის სახელი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იეჰოვა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • Ა4 ღვთის სახელი ებრაულ წერილებში
    ბიბლია
  • რა გვიშლის ხელს, გავიცნოთ ღმერთი სახელით?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • იეჰოვა
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ღვთის სახელი“

ღვთის სახელი

იეჰოვა სამყაროს უზენაესი უფლის სახელია. ეს სახელი მან თვითონ აირჩია და სურს, რომ ამ სახელით ცნობდნენ. ტეტრაგრამატონი (ოთხი ებრაული ასოთი გადმოცემული ღვთის სახელი) ბიბლიის ებრაულ ტექსტში ღვთის ნებისმიერ ტიტულზე გაცილებით მეტჯერ, დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება. ეს არ არის ჩვეულებრივი სახელი. ის ჭეშმარიტ ღმერთს განასხვავებს სხვა ღმერთებისგან, მათ შორის ხელთქმნილი ღმერთებისგან. ეს არის სახელი, რომელიც ყველა მოაზროვნე ქმნილებამ უნდა გაიგოს, პატივი მიაგოს და განწმინდოს.

იეჰოვა არის ცისა და დედამიწის შემოქმედი (დბ. 2:4), იესო ქრისტეს ღმერთი და მამა (მთ. 4:10; ინ. 20:17), ის, ვინც გვპირდება „ახალ ცასა და ახალ დედამიწას“, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე (ეს. 65:17, 25; 2პტ. 3:13).

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბიბლიის ბევრ თარგმანში ღვთის სახელს ვერ ვხვდებით. მიზეზი ებრაელების ცრურწმენაა, რომლის თანახმად ღვთის სახელის წარმოთქმა არ შეიძლებოდა. ამის გამო ეს სახელი ებრაელებმა ჯერ მეტყველებიდან ამოიღეს, შემდეგ კი წმინდა წერილების ბერძნული ხელნაწერებიდან. შედეგად, ბიბლიის თარგმანთა უმეტესობაში ღვთის სახელი ყველგან ჩაანაცვლეს სიტყვებით „უფალი“ და „ღმერთი“. ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ბიბლიიდან ამოიღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სახელი „იეჰოვა“, იმ დროს, როცა სხვა სახელებს არ შეხებიან.

მაგრამ ღვთის სახელის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველასთვის (რმ. 10:13). ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ სახელი უნდა ვიცოდეთ, არამედ უნდა ვიცოდეთ, ვინ დგას მის უკან და ვიცხოვროთ იმ განზრახვების თანახმად, რომლებიც ამ სახელს უკავშირდება. ყველამ, ვინც ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურება, იესოს მსგავსად გულმოდგინედ უნდა გააცხადოს მისი სახელი (ინ. 17:6, 26). იეჰოვა ღმერთი კურთხევებს ჰპირდება მათ, ვინც იცის, იყენებს და პატივს მიაგებს მის დიდებულ სახელს (ფს. 91:14).

[სურათი]

ღვთის სახელი სხვადასხვა ებრაული დამწერლობით

[სურათი]

ბიბლიიდან ამოღებული. როგორც აქ არის ნაჩვენები, ებრაულ ხელნაწერში (ალეპოს კოდექსი, იხ. ქვემოთ მარცხნივ) კნ. 32:3, 6-ში გვხვდება ღვთის სახელი. ბერძნულ სეპტუაგინტაში (ფუადის პაპირუსი 266, იხ. შუაში) ღვთის სახელი ებრაული ასოებით იმავე მუხლებიც არის შეტანილი.

აღსანიშნავია, რომ ახ. წ. მეხუთე საუკუნით დათარიღებულ ალექსანდრიის კოდექსში (იხ. ზემოთ მარჯვნივ) ამ მუხლებში ღვთის სახელი ამოღებულია. ნაცვლად იმისა, რომ ღვთის სახელი ბერძნული შესატყვისით ეთარგმნათ, გამოიყენეს ბერძნული სიტყვა კირიოსის (უფალი) შემოკლებული ფორმა.

[სურათი]

არაბიბლიური წყაროები მოწმობს, რომ ღვთის სახელს ძველად ყოველდღიურ მეტყველებაში იყენებდნენ

მოაბური ქვა, რომელიც ძვ. წ. მეათე საუკუნით თარიღდება, ადასტურებს, რომ ისრაელის მეზობელმა წარმართმა ერებმაც კი იცოდნენ ღვთის სახელი

იუდეის არადში ნაპოვნ ამ თიხის ნატეხზე, რომელიც სავარაუდოდ ძვ. წ. მეშვიდე საუკუნით თარიღდება, შემდეგი სიტყვები იკითხება: „ჩემს ბატონს ელიაშიბს: დაე, შენს მშვიდობას ეძიებდეს იეჰოვა“. წერილის ბოლოს ვკითხულობთ: „ის მკვიდრობს იეჰოვას სახლში“

სავარაუდოდ, ძვ. წ. მეშვიდე საუკუნით დათარიღებულ ამ ლაქიშურ წერილში სახელი იეჰოვა ტეტრაგრამატონის სახით ორჯერ გვხვდება

1961 წელს იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით დაახლ. 35 კმ-ში აღმოჩენილი სამარხის კედელზე სავარაუდოდ ძვ. წ. მერვე საუკუნეში შესრულებულ შემდეგ წარწერას ვხვდებით: „იეჰოვაა მთელი დედამიწის ღმერთი“

[სურათი]

უძველესი ბერძნული ხელნაწერების ამ ფრაგმენტებზე ღვთის სახელი გვხვდება ებრაული ტეტრაგრამატონით

ძვ. წ. პირველი საუკუნით დათარიღებულ ბერძნული სეპტუაგინტის (ფუადის პაპირუსი 266) პაპირუსის ფრაგმენტებზე ტეტრაგრამატონი აქა-იქ გვხვდება „მეორე კანონში“. ოთხი ებრაული ასოთი წარმოდგენილი ღვთის სახელი საუკუნეების მანძილზე სეპტუაგინტის სხვა ასლებშიც იყო შემორჩენილი. იესო ქრისტესა და მის მოციქულებს წმინდა წერილების ებრაული ტექსტის გარდა ხელი მიუწვდებოდათ ბერძნულ სეპტუაგინტაზეც. ორივე ტექსტში ეწერა ღვთის სახელი. ასე რომ, ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები უეჭველად გამოიყენებდნენ ღვთის სახელს, განსაკუთრებით ებრაული წერილების იმ მონაკვეთების ციტირებისას, რომლებშიც ტეტრაგრამატონი იყო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება