ნოეს დროს მომხდარი წარღვნა
ბიბლიის თანახმად, 4380 წელზე მეტი ხნის წინათ ცაში გაიხსნა წყლის კარიბჭეები და წყალმა დაფარა მთელი დედამიწა. ამ დროს განადგურდნენ უღვთოები, მოძალადეები და ღვთის გაფრთხილებისადმი გულგრილი ადამიანები. წარღვნას გადაურჩნენ მხოლოდ მართალი ნოე და მისი ოჯახი, სულ რვა ადამიანი, და ყველა სახეობის ცხოველთა შეზღუდული რაოდენობა, რომლებმაც ღვთის მითითებით აგებულ დიდ კიდობანს შეაფარეს თავი (დბ. 7:1—24).
ბიბლიის არაერთი დამწერი ადასტურებს, რომ წარღვნა ნამდვილად მოხდა (ეს. 54:9; 2პტ. 3:5, 6; ებ. 11:7). თუმცა ყველაზე სარწმუნო მოწმობას იძლევა იესო ქრისტე, რომელიც საკუთარი თვალით ხედავდა ამას ზეციდან (შდრ. ინ. 8:58). იესომ თქვა: „ნოეს დროს ... მოვიდა წარღვნა და ყველა დაღუპა“ (ლკ. 17:26, 27).
წარღვნა ისტორიულ ფაქტზე მეტია. იესო ქრისტეს სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ მას წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს. ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებაში იესომ კონკრეტულად მოიხსენია „ნოეს დრო“ და თქვა, რომ წარღვნა იმ დიდი განადგურების შესახებ გამაფრთხილებელი მაგალითია, რომელიც კაცის ძის მოსვლის დროს მოხდება (მთ. 24:3, 37—39).
სად წავიდა წარღვნის წყალი?
აშკარაა, წყალი აქვე, დედამიწაზეა. დღეს ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 1,4 მილიარდი კუბური კმ წყალია. ის დედამიწის ზედაპირის 70 პროცენტზე მეტს ფარავს. ოკეანეების საშუალო სიღრმე 4 კმ-ს შეადგენს, ხმელეთის საშუალო სიმაღლე კი — ზღვის დონიდან მხოლოდ 0,8 კმ-ს. თუ დედამიწის ზედაპირს გადაასწორებდნენ, მაშინ მას 2,400 მ-ის სიმაღლეზე წყალი დაფარავდა.
წყალი დედამიწის ზედაპირის 70 პროცენტზე მეტი
ხმელეთი დ. 30 პროცენტი
დაეტეოდა ყველა ცხოველი კიდობანში?
ენციკლოპედიების თანახმად, ცხოველების მილიონზე მეტი სახეობა არსებობს. თუმცა ღვთის მითითებით ნოეს უნდა შეეკრიბა ხმელეთზე მცხოვრები ცხოველები და ფრინველები მათი გვარისდა მიხედვით. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ძუძუმწოვართა სულ რაღაც 43 სახეობას, ფრინველთა 74 სახეობასა და ქვეწარმავალთა 10 სახეობას შეეძლო წარმოეშვა დღეს არსებულ ცხოველთა მრავალფეროვნება. კიდობნის მოცულობა დაახლოებით 40 000 კუბური მეტრი იყო, რაც სრულიად საკმარისი იქნებოდა ყველასთვის.
წარღვნაზე გავრცელებული ლეგენდები
მაგალითები ექვსი კონტინენტიდან და ზღვის კუნძულებიდან; ცნობილია ასობით ასეთი ლეგენდა.
განადგურება წყლით
განადგურება ღვთისგან იყო
მიცემული იყო გაფრთხილება
გადარჩნენ ადამიანები
გადარჩნენ ცხოველები
გადარჩნენ ნავით
ავსტრალია — კურნაი
ბაბილონი — ბეროსეს მონათხრობი
ბაბილონი — გილგამეშის ეპოსი
ბოლივია — ჩირიგუანო
ბორნეო — დაიაკები
ბურმა — ძინპო
კანადა — კრიები
კანადა — მონტანები
ჩინეთი — ლოლო
კუბა — პირველი მკვიდრნი
აღმოსავლეთი აფრიკა — მასაი
ეგვიპტე — „მიცვალებულთა წიგნი“
ფიჯი — ვალავუ-ლევუს გადმოცემა
საფრანგეთის პოლინეზია — რაიატეა
საბერძნეთი — ლუკიანეს მონათხრობი
გაიანა — მაკუში
ისლანდია — ედები
ინდოეთი — ანდამანის კუნძულები
ინდოეთი — ბჰილაი
ინდოეთი — კამარი
ირანი — ზენდ-ავესტა
იტალია — ოვიდიუსის პოეზია
მალაკის ნახევარკუნძული — ჯაკუნი
მექსიკა — ჩიმალპოპოკას კოდექსი
მექსიკა — ხუიჩუოლი
ახალი ზელანდია — მაორი
პერუ — უაროჩირი ინდიელები
რუსეთი — ვოგული
აშშ (ალასკა) — კოლუსჩესი
აშშ (ალასკა) — ტლინგიტი
აშშ (არიზონა) — პაპაგო
აშშ (ჰავაი) — ნუუს ლეგენდა
ვანუატუ — მელანეზიელები
ვიეტნამი — ბაჰნარი
უელსი — დუიფან-დუიფახის ლეგენდა
აღსანიშნავია, რომ გემის აღმნიშვნელი ჩინური იეროგლიფი ატარებს აზრს: „რვა ადამიანი ნავში“. ეს საოცრად მოგვაგონებს ბიბლიურ მონათხრობს ნოესა და მის ოჯახზე, რვა ადამიანზე, რომლებიც კიდობნით გადაურჩნენ წარღვნას (1პტ. 3:20).
ნავი
რვა
პირი (ან ადამიანი)
გემი
გაყინული მამონტის ფიტული, რომელიც 1901 წელს ციმბირში აღმოაჩინეს. ათასობით წლის შემდეგაც კი მას პირში ბალახი ჰქონდა. ზოგის აზრით, ეს და მთებში ნაპოვნი ზღვის ბინადართა ნამარხები უეცრად მომხდარი გლობალური წარღვნის სარწმუნო მტკიცებულებაა.