საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „აღთქმული მიწის გეოგრაფიული აღწერილობა“
  • აღთქმული მიწის გეოგრაფიული აღწერილობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აღთქმული მიწის გეოგრაფიული აღწერილობა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • გამოკვლევა 1 — აღთქმული მიწის გეოგრაფიული აღწერილობა
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • „მადლიანი და ვრცელი ქვეყანა“
    ეწვიეთ „მადლიან ქვეყანას“
  • პალესტინა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იორდანე [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „აღთქმული მიწის გეოგრაფიული აღწერილობა“

აღთქმული მიწის გეოგრაფიული აღწერილობა

მიწა, რომელიც ღმერთმა ძველ ისრაელს უბოძა, მრავალფეროვანი გეოგრაფიული თავისებურებებით გამოირჩევა. ჩრდილოეთით თოვლით დაფარული მთებია; სამხრეთი ტროპიკულია. ამ მიწის საზღვრებში ვხვდებით ნაყოფიერ დაბლობებს, მთაგორიან მხარეებს გაშენებული ბაღებით, აგრეთვე ცხვრის ფარებით მოფენილ საძოვრებსა თუ უდაბურ ტერიტორიებს. ეს პატარა ქვეყანა იშვიათი გეოგრაფიული მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ზოლად გასდევს ნოყიერი ველი, რომლის აღმოსავლეთით მდებარეობს შეფელა, ვენახებითა და ზეთისხილის კორომებით გაშენებული მთაგორიანი დაბლობი. კიდევ უფრო აღმოსავლეთით მთაგრეხილია, რომელიც აღთქმულ მიწას ხერხემალივით მთელ სიგრძეზე გასდევს. მთის იქით მიწის რელიეფი მკვეთრად იცვლება და რიფტულ ხეობაში გადადის, რომელიც სიგრძეში ორად ყოფს მიწას. ამ ხეობაში გალილეის ზღვიდან მარილოვან ზღვამდე მდინარე იორდანე მიიკვლევს გზას. იორდანეს აღმოსავლეთით ნაყოფიერი გორაკები და საძოვრებია. ამ მშვენიერი მიწის გადაღმა, აღმოსავლეთით, არაბეთის უდაბნო იშლება.

ერთ დროს აღთქმული მიწა მთელი თავისი მრავალფეროვნებით ედემის ბაღს ჰგავდა. ისრაელის ტერიტორია მცირე მასშტაბით განასახიერებდა სამოთხედქცეულ დედამიწას ღვთის სამეფოს მმართველობის დროს.

[სურათი]

მდინარე იორდანეს სათავე

[სურათი]

ხერმონის მთა, უმაღლესი მწვერვალი პალესტინაში, რომლის თოვლის დნობისას მიწა ნამით იფარება, მდინარე იორდანეც გამდნარი თოვლის წყლით იკვებება

[სურათი]

თაბორის მთა დიდებულად გადმოჰყურებს იზრეელის ველს

[სურათი]

იორდანეს ველი, რომელზეც მიიკლაკნება დაახლოებით 320 კმ სიგრძის (სწორხაზოვანი მანძილი 105 კმ-ია) მდინარე და ჩაედინება მკვდარ ზღვაში

[სურათი]

იზრეელის ნაყოფიერი ველი

[სურათი]

იუდას უდაბნო. აქ ემალებოდა დავითი საულს და აქ ცდილობდა ეშმაკი იესოს შეცდენას

[სურათი]

ბაშანის საძოვრები გალილეის ზღვის აღმოსავლეთით, მხარე, რომელიც მეცხოველეობით იყო ცნობილი

[სურათი]

შარონის ველი, რომელზეც დღესაც ციტრუსის ბაღებია გაშენებული

[სურათი]

გალილეის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო, ხედი სამხრეთ-დასავლეთისკენ. ფონზე მოჩანს თაბორის მთა

[სურათი]

მარილის წარმონაქმნები დედამიწაზე ყველაზე მლაშე წყალში, მკვდარ ზღვაში

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება