საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ქალები“
  • ქალები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ქალები
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ოთნიელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აქსა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • თორმეტი მზვერავი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ბოლომდე უერთგულეთ იეჰოვას!
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ქალები“

ქალები

[ძაღლი].

1. ხეცრონის ვაჟი, იერახმეელის ძმა; იუდასა და თამარის შვილთაშვილი (1მტ. 2:3—5, 18); მას აგრეთვე ერქვა ქელუბაი (1მტ. 2:9). მისი ერთ-ერთი შთამომავალი იყო ბეცალელი, დახელოვნებული ხელოსანი, რომელიც კარვის აგებას ხელმძღვანელობდა (1მტ. 2:19, 20; გმ. 35:30). როგორც ჩანს, ის იყო ქალებ იეფუნეს ძის წინაპარი (იხ. ქვემოთ).

2. კენიზელი იეფუნეს ძე იუდას ტომიდან; ოთნიელის ბიძა და, როგორც ჩანს, ზემოთ მოხსენიებული ქალების შთამომავალი (რც. 32:12; იეს. 15:17; 1მტ. 4:13, 15; იხ. ოთნიელი). 40 წლის ქალებ იეფუნეს ძე ერთ-ერთი იყო იმ 12 მზვერავთაგან, რომლებიც მოსემ ქანაანის მიწის დასაზვერად გაგზავნა. 40 დღის შემდეგ ქალებ იეფუნეს ძემ და იესო ნავეს ძემ სხვებისგან განსხვავებით კარგი ამბავი მიუტანეს ხალხს და უთხრეს: „ახლავე წავიდეთ და ხელში ჩავიგდებთ მას“ (რც. 13:6, 30; 14:6—9). იმ თაობიდან, რომლებიც ეგვიპტიდან გამოსვლის დროს 20 წლის ზემოთ იყვნენ, მხოლოდ ქალებ იეფუნეს ძე, იესო ნავეს ძე და რამდენიმე ლევიანი შევიდნენ ძვ. წ. 1473 წელს აღთქმულ მიწაზე, რადგან „ბოლომდე მიჰყვნენ იეჰოვას“. ექვსი წლის შემდეგ 85 წლის ქალებ იეფუნეს ძემ თქვა: „ცოცხალი დამტოვა იეჰოვამ თავისი დაპირებისამებრ. ორმოცდახუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იეჰოვამ მოსეს დაუფიცა, როცა ისრაელი უდაბნოში დადიოდა; ახლა უკვე ოთხმოცდახუთი წლისა ვარ, მაგრამ ისეთივე ძლიერი, როგორც მაშინ, როცა მოსემ გამგზავნა. რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც იმავე ძალით შემიძლია ბრძოლა, გასვლა და შემოსვლა“ (იეს. 14:6—11).

ქალაქი ხებრონი (ციხესიმაგრე კირიათ-არბა, რომელიც ბუმბერაზ ანაკიმებს ეკუთვნოდა) და მისი მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის ახლომდებარე დებირი, ქალებ იეფუნეს ძეს მიეცა სამკვიდროდ. 1 სამუელის 30:13, 14-ში ნათქვამია, რომ ამალეკელები დათარეშობდნენ „ქალებ იეფუნეს ძის სამხრეთით“, მაგრამ ამაში ამ სახელით წოდებული ქალაქი კი არ იგულისხმება, არამედ ის ტერიტორია, რომელიც ქალებ იეფუნეს ძეს მიეცა და მისი სახელით იწოდებოდა. ამგვარად, ისინი ქალებ იეფუნეს ძის სამკვიდროს სამხრეთით დათარეშობდნენ.

სამკვიდროს განაწილების შემდეგ ქალებ იეფუნეს ძემ თქვა: „ვინც შეუტევს კირიათ-სეფერს [აგრეთვე ეწოდებოდა დებირი] და დაიპყრობს, ჩემს ასულ აქსას მივათხოვებ“. ქალაქი დაიპყრო მისმა ძმისშვილმა, ოთნიელმა (იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ ისრაელის პირველი მსაჯული) და მანაც დაპირებისამებრ მიათხოვა თავისი ასული აქსა. შემდეგ ქალებ იეფუნეს ძემ თავის ასულს თხოვნა შეუსრულა და საქორწინო საჩუქრად სამხრეთით მიწის ნაკვეთის გარდა ზემო და ქვემო გულოთი მისცა (იეს. 15:13—19; მსჯ. 1:11—15; 3:9—11).

აქსა მოიხსენიება „იერახმეელის ძმის, ქალების“ ასულად (იხ. ზემოთ №1). ეს ქალები ქალებ იეფუნეს ძეზე დაახლოებით საუკუნე-ნახევრით ადრე ცხოვრობდა (1მტ. 2:42, 49). ზოგი ბიბლეისტის აზრით, ბიბლიაში მხოლოდ ერთი ქალებია მოხსენიებული. ვინაიდან იუდას შვილიშვილი ხეცრონის დროიდან ქანაანის დაპყრობამდე დიდი შუალედი იყო, ასეთი დასკვნა საფუძველს მოკლებულია. სხვები კი ამბობენ, რომ ორივე ქალების ასულს აქსა ერქვა. მაგრამ ქალს ბიბლია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსენიებს გენეალოგიურ ნუსხაში, თუ მან ღვთის ხალხის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ვინაიდან ცნობილია მხოლოდ ერთადერთი აქსა, ის უნდა იყოს მეორე ქალების, ქალებ იეფუნეს ძის ასული. ზოგს კი მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება მუხლიდან (1მტ. 2:49) ამ მონაკვეთის, როგორც გადამწერების მიერ შეცდომით ჩამატებული სიტყვების ამოღება, მაგრამ ამისთვის საკმარისი საფუძველი არა აქვთ. უფრო გონივრულია დავასკვნათ, რომ ბიბლიის დამწერმა 49-ე მუხლში განგებ ჩაწერა ეს ინფორმაცია და სიტყვა „ასული“ უფრო ფართო, შთამომავლის მნიშვნელობით გამოიყენა იმის საჩვენებლად, რომ აქსა მხოლოდ ქალებ იეფუნეს ძის ასული კი არ იყო, არამედ ხეცრონის ვაჟის, ქალების შთამომავალიც.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება