ქენანია
[შესაძლოა ნიშნავს: განმტკიცებულია იეჰოვას მიერ].
1. ლევიანი, მეფე დავითის თანამედროვე; ქენანია „ლევიანებს ხელმძღვანელობდა“ კიდობნის გადატანისას, რადგან დახელოვნებული იყო ამ საქმეში და შეეძლო სხვებისთვის ესწავლებინა, როგორ მოპყრობოდნენ სწორად წმინდა კიდობანს (1მტ. 15:22, 25—27).
2. კეჰათელი იცჰარის საგვარეულოდან; ქენანია და მისი ვაჟები „ღვთის სახლის გარეთ“ მსახურობდნენ, რაც, როგორც ჩანს, მსაჯულებად და მთავრებად მსახურებას მოიცავდა, რომელთა რაოდენობაც ლევიანებს შორის, დავითის ჩატარებული აღრიცხვის თანახმად, 6 000 იყო (1მტ. 26:29; 23:1—4, 12). ვინაიდან მოსეს დროს კეჰათელებს შეხვედრის კარვის ნივთების ტარება ევალებოდათ, შესაძლოა, ის არის ზემოთ მოხსენიებული ქენანია №1 (რც. 4:4, 5, 15).