საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „თავის დასერვა“
  • თავის დასერვა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თავის დასერვა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ხორცი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გლოვა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სკვითები — საიდუმლოებით მოცული ძველი ხალხი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • ჰეროდოტე
    გამოიღვიძეთ! — 2015
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „თავის დასერვა“

ᲗᲐᲕᲘᲡ ᲓᲐᲡᲔᲠᲕᲐ

ძველ დროში, როგორც ჩანს, გლოვის დროს მიღებული იყო თავის დასერვა ან ხელების, მკლავებისა და სახის დაკაწვრა (იერ. 47:5; 48:37). ამ ჩვეულებას შეიძლება იმიტომ მიმართავდნენ, რომ დაემშვიდებინათ ან შემოერიგებინათ ღმერთები, რომლებსაც მათი რწმენით, ძალაუფლება ჰქონდათ გარდაცვლილებზე. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (IV, 71) აღწერს, როგორ მოიქცნენ სკვითები, როდესაც მათი მეფე გარდაიცვალა: „ისინი იჭრიან ყურის ნაწილს, იპარსავენ თავს, მკლავებს წრიულად ისერავენ, ისერავენ შუბლს და ცხვირს, და მარცხენა ხელის მტევანში ისარს იყრიან“.

თუმცა სხეულის დასახიჩრება მხოლოდ გლოვის დროს დამახასიათებელი რიტუალი როდი იყო. ბაალის წინასწარმეტყველები იმ იმედით, რომ ბაალი მათ სათხოვარს შეისმენდა, „ჩვეულებისამებრ, ხანჯლებითა და შუბებით ისერავდნენ სხეულს, და სისხლი სდიოდათ“ (1მფ. 18:28). მსგავს რიტუალებს მართავდნენ ძველად მცხოვრები სხვა ერებიც. მაგალითად ჰეროდოტე მოიხსენიებს, რომ როდესაც ეგვიპტეში მცხოვრები კარიელები ისიდას, იგივე იზიდას (ნაყოფიერებისა და დედობის მფარველი ქალღმერთი) დღესასწაულს მართავდნენ, დანით შუბლს ისერავდნენ.

ღვთის კანონში მკაცრად იყო ნათქვამი, რომ არ დაესერათ სხეული მკვდრის გამო (ლვ. 19:28; 21:5; კნ. 14:1). ამის მიზეზი ის იყო, რომ ისრაელი იეჰოვასთვის წმინდა ერად, გამორჩეულ საკუთრებად ითვლებოდა (კნ. 14:2). ამიტომ, ისრაელებს შორს უნდა დაეჭირათ თავი კერპთაყვანისმცემელ ერებში გავრცელებული წეს-ჩვეულებებისგან. გარდა ამისა, გლოვის გამომხატველი უკიდურესი რიტუალი, რაშიც სხეულის დასახიჩრებაც შედიოდა, მიუღებელი იყო იმ ხალხისთვის, რომელსაც კარგად ესმოდა, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ მკვდრები და რომ არსებობდა მკვდრეთით აღდგომის იმედი (დნ. 12:13; ებ. 11:19). გარდა ამისა, სხეულის დასახიჩრების შესახებ აკრძალვა ისრაელებს იმისკენ აღძრავდა, რომ სათანადო პატივი ეცათ ღვთის მიერ შექმნილი ადამიანის სხეულისთვის.

თუმცაღა, როგორც ჩანს, ისრაელები ზოგჯერ მაინც არღვევდნენ ღვთის კანონს და ისერავდნენ სხეულს (იერ. 41:5; შდრ. მქ. 5:1).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება