საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ქურციკი (I)“
  • ქურციკი (I)

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ქურციკი (I)
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • რატომ უყვარდა ყველას ქურციკი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ტაბითა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იოპე [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „კრებას მშვიდობიანი დრო დაუდგა“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ქურციკი (I)“

ქურციკი (I)

ქრისტიანი ქალი იოპეს კრებიდან, რომელიც „ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა და მოწყალებასაც უხვად გასცემდა“, რაშიც, სავარაუდოდ, ისიც იგულისხმება, რომ ის გაჭირვებული ქვრივებისთვის ტანსაცმელს კერავდა (სქ. 9:36, 39). სახელი ქურციკის არამეული შესატყვისია ტაბითა, ხოლო ბერძნული — დორკასი. ქურციკს, სავარაუდოდ, იცნობდნენ როგორც არამეული, ისე ბერძნული სახელით. იმ დროს ბევრ იუდეველს ჰქონდა როგორც ებრაული, ისე ბერძნული ან ლათინური სახელი და ეს განსაკუთრებით გავრცელებული იოპეს მსგავს საპორტო ქალაქებში იყო, სადაც იუდეველებთან ერთად ბევრი უცხოტომელიც ცხოვრობდა. თუმცა ისიც დასაშვებია, რომ ქურციკის სახელი ლუკას ბერძნულად არაებრაელი მკითხველისთვის გადაეთარგმნა. წმინდა წერილებში მხოლოდ ქურციკთან მიმართებით გამოიყენება სიტყვა „მოწაფე“ მდედრობით სქესში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას კრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა, რადგან იმ დროს ყველა ქრისტიანი იესო ქრისტეს მოწაფე იყო (მთ. 28:19, 20). ქურციკი ახ. წ. 36 წელს გარდაიცვალა. ბიბლიაში წერია, რომ ამ ამბით დამწუხრებული ქვრივები, რომელთაც ის უამრავ სიკეთეს უკეთებდა, დიდად მოთქვამდნენ, თუმცა არაფერია ნათქვამი მის მეუღლეზე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქურციკს იმ დროისთვის ქმარი არ ჰყავდა.

მისი ცხედარი დასამარხად იოპელმა ქრისტიანებმა მოამზადეს. როცა გაიგეს, რომ პეტრე ლიდაში იმყოფებოდა, იოპედან, სულ რაღაც, 18 კმ-ში, მის ჩამოსაყვანად კაცები გაგზავნეს. უეჭველია, მათ გაგონილი ექნებოდათ, როგორ განკურნა პეტრემ დამბლადაცემული ენეა და შესაძლოა ამან იმედი მისცათ, რომ მოციქული ქურციკს აღადგენდა. თუმცა შესაძლოა მათ პეტრეს მხოლოდ იმიტომ სთხოვეს ჩასვლა, რომ მისგან მანუგეშებელი სიტყვები მოესმინათ (სქ. 9:32—38).

იქ ჩასულმა პეტრემ ყველაფერი ისეთი თანამიმდევრობით გააკეთა, როგორც იესომ, როცა იაიროსის ქალიშვილი აღადგინა (მრ. 5:38—41; ლკ. 8:51—55). პეტრემ ყველა დაითხოვა ზემოთა ოთახიდან, შემდეგ ილოცა და თქვა: „ტაბითა, ადექი“. ამ სიტყვებზე ტაბითამ თვალები გაახილა, წამოჯდა და პეტრეს ხელი მოჰკიდა, რომ ამდგარიყო. ეს ბიბლიაში ჩაწერილი პირველი შემთხვევაა, როცა იესოს მოციქულმა მკვდარი აღადგინა. ამ სასწაულის წყალობით, მრავალმა იოპელმა ირწმუნა უფალი (სქ. 9:39—42).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება