საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ელიშამა“
  • ელიშამა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ელიშამა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ელიშუა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ნავე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ამიჰუდი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ნეთანია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ელიშამა“

ელიშამა

[ჩემი ღმერთი ისმენს].

1. ამიჰუდის ვაჟი ეფრემის ტომიდან; იესო ნავეს ძის პაპა (რც. 1:10; 2:18; 1მტ. 7:26, 27); ელიშამა იყო იმ 12 თავკაციდან ერთ-ერთი, რომლებიც იეჰოვამ მოსესა და აარონის დამხმარედ დანიშნა ლაშქარში გამსვლელი ისრაელის ძეების აღსარიცხად. ის აგრეთვე იყო თავისი ტომის ლაშქრის მეთაური (რც. 1:1—4, 17; 2:18; 10:22). კარვის დადგმის შემდეგ სხვა თავკაცებთან ერთად მიტანილი შესაწირავის გარდა, სამსხვერპლოს მიძღვნის მეშვიდე დღეს თავკაცმა ელიშამამ საკუთარი შესაწირავიც მიიტანა (რც. 7:1, 2, 5, 10, 11, 48—53).

2. იეკამიას ვაჟი იუდას ტომიდან (1მტ. 2:3, 41).

3. დავითის ვაჟი, რომელიც იერუსალიმში შეეძინა. 2 სამუელის 5:15-ში, 1 მატიანის 14:5-ში და 1 მატიანის 3:6-ის ორ ებრაულ ხელნაწერში ის ელიშუად არის მოხსენიებული, რომელიც უფრო ზუსტ სახელად მიიჩნევა. ვინაიდან 1 მატიანის 3:8-ში ისევ გვხვდება სახელი ელიშამა, სავსებით შესაძლებელია, რომ მე-6 მუხლში ის გადამწერის შეცდომით მოხვდა. მაგრამ, რადგან მასორულ ტექსტში, სეპტუაგინტაში, ფეშიტასა და ვულგატაში 1 მატიანის 3:6-ში წერია ელიშამა, „ახალი ქვეყნიერების თარგმანსა“ და სხვა თარგმანებში ეს სახელი შევიდა.

4. დავითის სხვა ვაჟი, რომელიც იერუსალიმში შეეძინა (2სმ. 5:16; 1მტ. 3:8; 14:7).

5. მღვდელი იეჰოშაფატის მეფობის დროს, რომელიც სხვა ლევიანებსა და მთავრებთან ერთად დადიოდა იუდას ქალაქებში და ასწავლიდა ხალხს (2მტ. 17:1, 7—9).

6. მწერალი მეფე იეჰოიაკიმის კარზე (იერ. 36:12, 20, 21).

7. ისმაელის პაპა; ისმაელმა მოკლა იუდას გამგებელი გედალია (2მფ. 25:25; იერ. 41:1—3).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება