საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მიწა, რომელიც ღმერთმა ისრაელს მისცა“
  • მიწა, რომელიც ღმერთმა ისრაელს მისცა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მიწა, რომელიც ღმერთმა ისრაელს მისცა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მადლიანი მიწის შვიდი პროდუქტი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • „მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ბროწეული [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იეჰოვა არის მეფე
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მიწა, რომელიც ღმერთმა ისრაელს მისცა“

ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ

მიწა, რომელიც ღმერთმა ისრაელს მისცა

მიწა, რომელიც ღმერთმა ისრაელს მისცა, მართლაც ძალიან კარგი იყო. როდესაც მოსემ რამდენიმე კაცი გააგზავნა აღთქმული მიწის დასაზვერად და მისი ნაყოფის მოსატანად, ისინი დაბრუნდნენ ლეღვით, ბროწეულითა და ყურძნის იმხელა მტევნით, რომ ის ორ კაცს კეტით მოჰქონდა! და თუმცა რწმენის ნაკლებობის გამო მზვერავები შიშმა მოიცვა, მათ აღიარეს: „იქ მართლა რძე და თაფლი მოედინება“ (რც. 13:23, 27).

აღთქმულ მიწაზე შესვლამდე მოსემ იეჰოვას სახელით მიმართა ხალხს: „შეგიყვანთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მადლიან, წყალუხვ მიწაზე, სადაც მთასა თუ ბარში ნაკადულები და წყაროები მოედინება, მიწაზე, სადაც ხორბალი, ქერი, ვაზი, ლეღვი, ბროწეული, ზეთისხილის ზეთი და თაფლია, მიწაზე, სადაც არც საკვები მოგაკლდებათ და არც სხვა რამ, სადაც რკინანარევი ქვებია და მთებში სპილენძი მოიპოვება“ (კნ. 8:7—9). ეს მიწა დღესაც ნაყოფიერებით გამოირჩევა.

რატომ იწვევს ჩვენში დიდ ინტერესს აღთქმული მიწის სილამაზე და მშვენება? იმიტომ, რომ იმის მაგალითზე, თუ რა უხვად აკურთხა იეჰოვამ ძველი ისრაელი, არ გაგვიჭირდება იმის წარმოდგენა, თუ რას მოიმოქმედებს ღმერთი მთელი კაცობრიობისთვის იესო ქრისტეს, „მშვიდობის მთავრის“, მმართველობის დროს, რაც კარგად ჩანს მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებებიდან (ეს. 9:6; ფს. 67:4—7; 72:16).

[სურათები]

ეს იყო მიწა, სადაც მოედინებოდა რძე ...

[სურათი]

... სადაც უხვად იყო ველური თაფლი.

[სურათი]

ეს მიწა კარგად ირწყვებოდა.

[სურათი]

აქ უხვად მოდიოდა ხორბალი ...

[სურათი]

... მინდვრებში მოჰყავდათ ქერი.

[სურათი]

ვენახებში დიდი რაოდენობით ყურძნის მოსავალს იღებდნენ, რისგანაც ამზადებდნენ ღვინოს, გულის გამამხიარულებელს.

[სურათი]

ლეღვის ხე, რომელიც გემრიელი ნაყოფით ფასობს, მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ იქცა.

[სურათი]

ბროწეულისგან წურავდნენ გამომაცოცხლებელ წვენს.

[სურათები]

ზეთისხილისგან ხდიდნენ ზეთს. ერთი ხის მოსავალი მთელ ოჯახს თავისუფლად ყოფნიდა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება