ერი
[გამოღვიძებული; ამდგარი].
1. იუდას პირმშო, რომელიც ქანაანელ ცოლთან შეეძინა. იუდამ მას ცოლად მოუყვანა თამარი, მაგრამ ერი ღვთის თვალში ბოროტი ადამიანი იყო და იეჰოვამ მოკლა ის, ვიდრე შთამომავლობა შეეძინებოდა (დბ. 38:1—7; 46:12).
2. იუდას მესამე ვაჟის, შელას ვაჟი; იუდას შელა ქანაანელ ცოლთან ეყოლა (დბ. 38:2—5; 1მტ. 4:21).
3. გადის ვაჟების ჩამონათვალში მეხუთე; ის იყო ერელების მამამთავარი (დბ. 46:16; რც. 26:16).
4. იესო ქრისტეს წინაპარი; იესოს ძე და ელმადამის მამა (ლკ. 3:28).