ეშეკი [შესაძლოა ნიშნავს ძალადობის გამოვლენას] მეფე საულის შთამომავალი; ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამ ბენიამინელს სამი ვაჟი ჰყავდა და მისი პირმშოს, „ულამის ძეები იყვნენ მამაცი და ძლიერი ვაჟკაცები, მშვილდოსნები. მათ ბევრი შვილი და შვილიშვილი ჰყავდათ — სულ ას ორმოცდაათი“ (1მტ. 8:1, 33, 39, 40).