საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „თითი“
  • თითი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თითი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • რაშია ბედნიერების საიდუმლო
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • სიკეთის ძალა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • სული (II)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „თითი“

ᲗᲘᲗᲘ

ხელის ან ფეხის ბოლო მოძრავი ნაწილი. ადამიანს ხელის თითებით ძალიან ფაქიზი სამუშაოს შესრულება შეუძლია, ფეხის თითები კი მას წონასწორობას უნარჩუნებს და სიარულის დროს მიმართულებას აძლევს.

ხელის თითები ბიბლიაში ზოგჯერ ხელის სინონიმად არის გამოყენებული. „თითები“ და „ხელები“ ერთი და იმავე აზრის ხაზგასასმელად გამოიყენება (ფს. 144:1).

ღმერთზე ნათქვამია, რომ სხვადასხვა საქმე თავისი „თითით“ ან „თითებით“ გააკეთა, მაგალითად, ათი მცნება ქვის ფილებზე დაწერა (გმ. 31:18; კნ. 9:10), სასწაულები მოახდინა (გმ. 8:18, 19; იხ. სქ.) და ციური სხეულები შექმნა (ფს. 8:3). შემოქმედებასთან „ღვთის თითების“ მოხსენიება მიანიშნებს წმინდა სულზე ანუ ღვთის მოქმედ ძალაზე, რაც ჩანს „დაბადებაში“ შემოქმედების შესახებ მონათხრობიდან, სადაც წერია, რომ ღვთის მოქმედი ძალა (რუახ, „სული“) წყლის ზევით იძვროდა (დბ. 1:2). ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან ვიგებთ, რომ „თითი“ სიმბოლური მნიშვნელობით გამოიყენება. მათეს სახარებაში ნათქვამია, რომ იესო დემონებს ღვთის წმინდა სულის დახმარებით დევნიდა, ლუკას სახარებაში კი წერია, რომ ამას „ღვთის ხელით [სიტყვასიტყვით, თითით]“ აკეთებდა (მთ. 12:28; ლკ. 11:20; იხ. სქ.).

აღმოსავლურ კულტურაში ჟესტები განსაკუთრებით ექსპრესიულია და ხშირად პატარა მოძრაობასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, ბიბლიაში უვარგის კაცზე ნათქვამია, რომ „თითებით ნიშანს აძლევს“ (იგ. 6:12, 13). ღვთის კეთილგანწყობილების მისაღებად ისრაელებს „თითის გაშვერა“ (შესაძლოა, დაცინვის ან ცრუ ბრალდების მიზნით) და სიავის ლაპარაკი უნდა შეეწყვიტათ (ეს. 58:9—11). ვინაიდან თითები თვალში საცემია და სხვადასხვა მიზნის შესასრულებლად მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ღვთის ხალხს გადატანითი მნიშვნელობით ღვთის მცნებები თითებზე უნდა შეებათ, რათა ნებისმიერი საქმის შესრულებისას ხსომებოდათ ეს მცნებები და ეხელმძღვანელათ მათით (იგ. 7:2, 3; შდრ. ფს. 144:1).

როცა ხალხმა მეფე რობოამს სთხოვა, შეემსუბუქებინა მათთვის მამამისის, სოლომონის მიერ დაკისრებული სამუშაო, მეფემ ახალგაზრდა მრჩევლებს მოუსმინა და უპასუხა, რომ მისი ნეკი მამის თეძოზე მსხვილი იქნებოდა. ეს გადატანითი მნიშვნელობის გამოთქმა ნიშნავდა, რომ უღელს უფრო დაუმძიმებდა (1მფ. 12:4, 10, 11). ნეკად ნათარგმნი ებრაული სიტყვა მომდინარეობს ფუძიდან, რომელიც პატარად, უმცირესად ყოფნას ნიშნავს.

იესო ქრისტემ მსგავსი გადატანითი მნიშვნელობის გამოთქმა გამოიყენა ხალხის მიმართ მწიგნობრებისა და ფარისევლების სასტიკი და ქედმაღლური დამოკიდებულების საჩვენებლად. მან თქვა, რომ ისინი „კრავენ მძიმე ტვირთს და ხალხს მხრებზე ადებენ, თვითონ კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა“, რითაც აჩვენა, რომ ამ რელიგიურ წინამძღოლებს საერთოდ არ უნდოდათ დამძიმებული ხალხის დახმარება (მთ. 23:2—4). იესოს მიერ მოყვანილ სხვა მაგალითში „მდიდარმა კაცმა“ მოისურვა, ლაზარეს უმნიშვნელო რამე გაეკეთებინა მისთვის („თითის წვერით“ წყლის წვეთი მიეტანა). თუმცა ეს თხოვნა იმისთვის იყო გამიზნული, რომ ლაზარეს საპატიო მდგომარეობა დაეკარგა აბრაამის გვერდით (ლკ. 16:22, 24).

ისრაელის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი რეფაიმი უჩვეულო ზომისა იყო. გენეტიკური დეფექტის გამო მას ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ჰქონდა — სულ ოცდაოთხი (2სმ. 21:20; 1მტ. 20:6; იხ. აგრეთვე ᲪᲔᲠᲘ).

ფეხის თითი. ბიბლიაში თითის აღსანიშნავად გამოყენებული ებრაული და არამეული სიტყვები ზოგ შემთხვევაში ფეხის თითსაც ნიშნავს (2სმ. 21:20; 1მტ. 20:6; დნ. 2:41, 42). ებრაული სიტყვა, რომელიც ცერად ითარგმნება, ფეხის ცერი თითის აღსანიშნავადაც გამოიყენება (გმ. 29:20; ლვ. 8:23, 24; 14:14, 17, 25, 28).

წმინდა წერილებში ფეხის თითები მოხსენიებულია როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. მღვდლად დანიშვნის წესის შესრულებისას მოსემ აიღო დანიშვნის ვერძის სისხლი და აარონსა და მის ვაჟებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე წაუსვა (ლვ. 8:23, 24). მსხვერპლის სისხლის მარჯვენა ფეხის მთავარ თითზე, ცერზე წასმა იმაზე მიანიშნებდა, რომ მათ ძალისხმევა არ უნდა დაეშურებინათ, რათა მიზანმიმართულად და შეურყევლად შეესრულებინათ მღვდლის მოვალეობები. ეს წინასწარმეტყველური ნიმუში იესო ქრისტეს, დიდებული მღვდელმთავრის დედამიწაზე მსახურების დროს შესრულდა (მთ. 16:21—23). მისი დამხმარე მღვდლები, სულით ცხებული ძმები, ფეხდაფეხ უნდა მიჰყვნენ მის ნაკვალევს (ებ. 7:26; 1პტ. 2:5, 8; გმც. 20:6).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება