საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „გაბრიელი“
  • გაბრიელი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გაბრიელი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ორი მნიშვნელოვანი ცნობა ღვთისგან
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მესიის გამოჩენა
    ნამდვილი რწმენა ბედნიერების საწინდარია
  • მარიამს ანგელოზი გამოეცხადა
    ბიბლიური მოთხრობები
  • გაბრიელი ეცხადება მარიამს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „გაბრიელი“

გაბრიელი

[ღვთის კაცი]

იმ ორი წმინდა ანგელოზიდან ერთ-ერთი (მეორე მიქაელია), რომელიც საკუთარი სახელით მოიხსენიება ბიბლიაში. ერთადერთი ხორცშესხმული ანგელოზი, რომელმაც თავისი სახელი გააცხადა. გაბრიელი ორჯერ გამოეცხადა დანიელს: პირველად მდინარე ულაისთან „მეფე ბელშაცარის მეფობის მესამე წელს“ მისთვის ვერძისა და ვაცის შესახებ ხილვის ასახსნელად (დნ. 8:1, 15—26), ხოლო მეორედ — დარიოს მიდიელის გამეფების პირველ წელს, რათა გადაეცა წინასწარმეტყველება „სამოცდაათი კვირის“ შესახებ (დნ. 9:1, 20—27). გაბრიელმა მღვდელ ზაქარიას ახარა, რომ მას და მის ხანშიშესულ ცოლს, ელისაბედს, შეეძინებოდათ ვაჟი სახელად იოანე (ნათლისმცემელი) (ლკ. 1:11—20). იოსებზე დანიშნულ ქალწულ მარიამს გაბრიელმა ასეთი სიტყვებით მიმართა: „გამარჯობა, მადლით მოსილო, შენთანაა იეჰოვა“. შემდეგ ამცნო, რომ მას შეეძინებოდა ვაჟი, იესო, რომელსაც უზენაესის ძე დაერქმეოდა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემდა და მის სამეფოს ბოლო არ ექნებოდა (ლკ. 1:26—38).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ გაბრიელი მაღალი რანგის, ღვთის ზეციერ სამყოფელში მომსახურე და „ღვთის წინაშე მდგომი“ ანგელოზია. ის დედამიწაზე გამოგზავნილი ანგელოზი იყო, რომელსაც ღვთის მსახურთათვის განსაკუთრებული ცნობა უნდა გადაეცა (ლკ. 1:19, 26). გაბრიელი ამართლებს თავისი სახელის მნიშვნელობას („ღვთის კაცი“), ვინაიდან ცხადშიც და ხილვაშიც კაცის სახით ეცხადებოდა ღვთის მსახურებს (დნ. 8:15).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება