გედეროთი
[ქვის ფარეხები]
იუდას ტომის ქალაქი შეფელაში (იეს. 15:20, 33, 41), რომელიც ახაზის მეფობის დროს (ძვ. წ. 761—746) ფილისტიმელებმა ჩაიგდეს ხელში (2მტ. 28:18, 19). ზოგი გეოგრაფის აზრით, გედეროთი აშდოდის აღმ. ჩრდ.-აღმ.-ით დაახლოებით 13 კმ-ში, კატრას ადგილას მდებარეობდა, რომელიც მიტოვებული სოფელია დღევანდელი გედერას ტერიტორიაზე არსებულ მაღლობზე. თუმცა, ზოგი ფიქრობს, რომ შეუძლებელია ეს ასე იყოს, ვინაიდან ეს ტერიტორია უფრო დასავლეთითაა, ვიდრე შეფელა.